War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

პროპაგანდისტს, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, НТВ-ს აკრედიტაცია ჰქონდა - ცესკო

ნახვები: 567 პროპაგანდისტს, რომელსაც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, НТВ-ს აკრედიტაცია ჰქონდა - ცესკო

ცესკო ამბობს, რომ რუს პროპაგანდისტს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, НТВ-ს მედია აკრედიტაცია ჰქონდა.

"საარჩევნო ადმინისტრაცია ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს არეგისტრირებს ონლაინ პლატფორმაზე მათი განცხადების შემთხვევაში და ის რევიზიას გადის მხოლოდ საარჩევნო კანონთან და არა სხვა კანონებთან მიმართებაში. რაც შეეხება იმას, იმყოფებოდა თუ არა ეს პირი ქვეყანაში და აშუქებდა თუ არა საარჩევნო პროცესს, ამაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს და ვერც გვექნება", - ამბობენ ცესკო-ში.

***

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი, ალექსანდერ მალკევიჩი თბილისში არჩევნების დღეს იმყოფებოდა. მას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. 

როგორც რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.

Rewards for Justice ეძებს ინფორმაციას მალკევიჩზე, რომელიც იყო რუსეთის სამოქალაქო პალატის მასმედიის კომისიის წევრი იყო, რომელიც რუსეთის მთავრობას კონსულტაციებს უწევს.

სულ მცირე 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენედა თავის კომპანიას - ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რათა ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა