War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ნონა ქურდოვანიძე - არსებობს მაღალი ინტერესი, რომ მზია ამაღლობელი დასაჯონ

ნახვები: 651 ნონა ქურდოვანიძე - არსებობს მაღალი ინტერესი, რომ მზია ამაღლობელი დასაჯონ

ჩვენ, ზოგადად, არ გვაქვს დიდი მოლოდინები სასამართლოს მიმართ დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით ასეთ საქმეზე, როდესაც არსებობს მაღალი ინტერესი, რომ მზია დასაჯონ, - ამის შესახებ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, როგორც სისხლის, ასევე, ადმინისტრაციული საქმის წარმოება, არის საქმე, რომელიც ადასტურებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნას.

“დღევანდელი სხდომა დასრულდა. დარჩა მხოლოდ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ვფიქრობ, მოსამართლეს შეეძლო დღესაც გაეკეთებინა, მაგრამ ცხადია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ფაქტს დაადასტურებდა. პოლიციას წარმოდგენილი აქვს ყალბი დოკუმენტები. ასევე, ერთ-ერთმა პოლიციელმა ტყუილები ისაუბრა პროცესის დროს - მან თქვა, თითქოს მან დააკავა მზია ამაღლობელი, მაგრამ მოსამართლემ დღესვე უკვე დადასტურებულად თქვა, რომ ის ადამიანი, რომელიც მზიას ხელს ჰკიდებს და ეზოსკენ მიჰყავს, არის გრიგოლ ბესელია და სწორედ ამიტომ აღარ დაკითხა. მან ასევე თქვა, რომ დარწმუნდა, ირაკლი დგებუაძეა ის ადამიანი, რომელიც განმარტებას აკეთებს, რომ მზია 150-ე მუხლით დააკავეს. ეს ორი გარემოება მოსამართლემ უკვე დადასტურებულად მიიჩნია.

ამ საქმეზე ეს იყო ორი მთავარი გარემოება, რომელზეც დანარჩენი სხვა სიყალბეები ემყარება და ეს უკვე დადასტურებული აქვს მოსამართლეს. მე არ ვიცი, ის საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ, ზოგადად, არ გვაქვს დიდი მოლოდინები სასამართლოს მიმართ დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით ასეთ საქმეზე, როდესაც არსებობს მაღალი ინტერესი, რომ მზია დასაჯონ და შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ღიად ამბობდა, რომ ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა სხვებსაც შეეშინდეთ. ამის გამო, მან გამოიყენა სიტყვა მსუსხავი ეფექტი უნდა იყოს ეს ყველასთვისო და ამიტომ, დასაჯეთ მკაცრადო. რა თქმა უნდა, მათ არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, ის ვიდეოებიც კი, რომელიც სინამდვილეში მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან რამდენიმე საათის მერეა გადაღებული, როდესაც მზია უკვე გათავისუფლებული იყო, იქ მიმდინარეობდა ჩოჩქოლი და ამ ჭყლეტაში იყო მოყოლილი, ის ვიდეოებიც კი, რომელიც მათთვის თითქოს არის მტკიცებულება, არც ის არ ასახავს არანაირ სამართალდარღვევას. იქ უბრალოდ ჩანს, რომ მზია ხალხის მასაში არის მოხვედრილი. არც ხმა ისმის მისი, არც პირის მოძრაობა ჩანს. არ მომხდარა ასეთი ფაქტი, ჩვენს მიერ დაკითხულმა მოწმეებმა ძალიან ცალსახად თქვეს, რომ ეს საერთოდ არ არის მზიას ლექსიკა და, მითუმეტეს, იმ დღეს მას ასეთი ფრაზებით არავისთვის არ მიუმართავს.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება, არის მთლიანად საქმე, რომელიც ადასტურებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნას. ეს ხდება იმის გამო, რომ ის არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, აკეთებს საზოგადოებრივ საქმე და ამის გამო სჯიან!”, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა