პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს

სვანეთი / Svaneti

09.03.2022 ნახვები: 3068

სვანეთი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, რომელსაც აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით _ ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით _ აფხაზეთი, ჩრდილოეთით კი _ ყარაჩაი და ბალყარეთი. სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღალ დასახლებულ რეგიონად მიიჩნევა. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ.), თეთნულდი (4 974 მ.), შოთა რუსთაველი (4 960 მ.), უშბა (4 710 მ.), აილამა (4 525 მ.) და სხვ.

ყველაზე ადრეული ცნობა სვანების შესახებ ბერძენ და რომაელ ისტორიკოსებთან _ სტრაბონსა (ძვ. წ. აღ. 64-63წწ., ახ. წ. აღ. 23-24წწ.) და პლინიუსთან (ახ. წ. 23-24წწ.) გვხვდება. სტრაბონის მიხედვით სვანები პირველ საუკუნეში, „დიოსკურიის მთიანეთში მცხოვრებ ტომთაგან", მეზობელ ტომებს ძლიერებით აღემატებოდნენ. ადრეულ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის, შემდეგ კი ეგრისის სამეფოების შემადგენელი ნაწილი იყო.
სვანეთში უძველესი დროიდან მოიპოვებენ ოქროს. ლეგენდებშიც ხშირად გვხვდება ოქროსრქიანი ხარები და ოქროსთმიანი ქალღმერთები.
სვანეთი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე უზარმაზარ მთებსა და კლდეებთან ჰარმონიულად შერწყმული კოშკოვანი სოფლებით, ქართული ხუროთმოძღვრების, ჭედურობისა თუ მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშებით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით. სვანეთის ბუნება მომნუსხველია ალპური მდელოებით, კლდეებით, მწვერვალებით, ჩანჩქერებითა და ულამაზესი ალპური ტბებით. ეს მხარე ერთნაირად მიზიდველია კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მთამსვლელებისთვის, მოთხილამურეებისთვისა და, უბრალოდ, ხეტიალის, მთაში დასვენებისა და მასშტაბური ხედების
მოყვარულთათვის.
-----
Svaneti is located in the northwestern part of Georgia, on the southern slopes of the Caucasus Range. Racha borders with Lechkhumi on the east, and Samegrelo on the south, Abkhazia on the west, Karachay and Balkaria on the north. Svaneti is considered to be the highest populated region in the Caucasus. The 10 highest peaks of the Caucasus are in Svaneti. Among them are: the highest peak of Georgia, Shkhara (5 201 m), Tetnuldi (4 974 m), Shota Rustaveli (4 960 m), Ushba (4 710 m), Ailama (4 525 m), etc.
The earliest imformation about Svans is pevided by Greek and Roman historians, Strabo (64/23 BC, AD 23/24) and Plinius (AD 23/24). According to Strabo, the Svans in the 1st century were stronger than the neighbouring tribes of the Dioscuri Highland.
In early centuries Svaneti was the part of Colchis, later - Egrisi kingdom.

Since ancient times, gold has been mined in Svaneti. In Legends, gold-horned bulls and golden-haired goddesses are often mentioned.

Svaneti makes an indelible impression on the visitors with its huge mountains and cliffs, which are harmoniously combined with villages with towers, with Georgian architecture, important samples of sculpture and painting and centuries-old culture.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა