ანდრო ჭიჭინაძე - მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს - არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“
საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა
ფრიდრიხ მერცი - უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენდნენ
მიხეილ სააკაშვილი - მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე
ზრდა რისკებს შორის: როგორ მოქმედებს საგარეო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკაზე
კაია კალასი - რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, როცა საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას - გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მათ უნდა გაიყვანონ ძალები ყველა იმ მიწიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან
War update: 130 clashes on front line over past day, more than half of them in Pokrovsk and Huliaipole sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 720 over past day

ზრდა რისკებს შორის: როგორ მოქმედებს საგარეო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკაზე

23.02.2026 ნახვები: 176

რატომ რჩება საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოქალაქეთა უმეტესობისთვის შეუმჩნეველი? რატომ არ აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რა სახის გადაწყვეტილებებს შეუძლია ვითარების შეცვლა?

ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის „საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაცია გლობალურ პროცესებში“ ფორმატში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სტრუქტურული დისბალანსი, გარე ფაქტორებზე დამოკიდებულება და საქართველოს ამჟამინდელი განვითარების მოდელის რისკები - სოფლის მეურნეობის პოლიტიკიდან დაწყებული საგარეო ვაჭრობითა და რეგიონული გეოპოლიტიკით დამთავრებული. ტრადიციულად, ღონისძიებას გაზეთ „თსვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი ტატო ლაშიშვილი უძღვებოდა.

ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ გლობალურმა ტურბულენტობამ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა. თუმცა, გარე წარმატებების უკან სტრუქტურული პრობლემები იმალება: სასურსათო უსაფრთხოება 20-30%-ის დონეზე რჩება, შიდა წარმოების მოცულობა კი არ იზრდება.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ზრდაზე, მაგრამ ხალხი ამას ვერ გრძნობს, რადგანაც არ არსებობს ინკლუზიურობა — სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში, საიდანაც მოსახლეობის ფართო ფენებს რეალური დივიდენდების მიღება შეეძლოთ, არ არის სისტემური წარმატებები“, - განაცხადა ცოფურიშვილმა.

ცოფურიშვილი ცალკე რისკს ხედავს სოფლის მეურნეობის პოლიტიკასა და რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებაში. რუსეთი აქტიურად ავითარებს საკუთარ წარმოებას, მათ შორის, მეღვინეობას, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს საშუალო ხარისხის ქართული პროდუქცია. მისი თქმით, საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციის შესანარჩუნებლად ღვინის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური მოდელიდან უფრო მოქნილ და პრაგმატულ სტრატეგიაზე უნდა გადავიდეს, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს დივერსიფიკაციასა და ინსტიტუციურ პასუხისმგებლობაზე.

მადლობა ტურისტებსა და მიგრანტებს

საინფორმაციო სააგენტო News Press-ის მთავარი რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებული ეკონომიკური მდგრადობა არც ისე მყარია. როგორც მან აღნიშნა, იგი დიდწილად დამოკიდებულია უცხოეთიდან ფულად გზავნილებსა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე - წყაროებზე, რომლებიც დაუცველია გარე პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმართ.

„თუ იმ ქვეყნებში, საიდანაც ფულადი გზავნილები და ტურისტული ნაკადები შემოდის, თუნდაც ერთი საკანონმდებლო ცვლილება სერიოზულ გავლენას მოახდენს საქართველოს ფინანსურ სისტემაზე, მაშინ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: ჩვენი ზრდის მოდელი კვლავ დამოკიდებული და დაუცველი რჩება“, - განაცხადა მან.

ჩუბინიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა უარყოფით სავაჭრო ბალანსზე: იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპორტს. მისი თქმით, ცალკეულ ბაზრებზე მაღალი დამოკიდებულებისა და მათი დაკარგვის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების რისკის თავიდან ასაცილებლად, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის დივერსიფიკაცია და მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარება.

საქართველო უფრო გაბედული უნდა იყოს

დივერსიფიკაციის პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც ქვეყნის ხელისუფლებას გლობალურ ძალაუფლების ცენტრებს შორის უფრო თამამი მანევრირება სჭირდება, განაცხადა საქართველოს კომპლექსური განვითარების კვლევის ცენტრის დირექტორმა ლევან მეტრეველმა.

„ჩვენ უნდა მივიღოთ რეალური გადაწყვეტილებები და განვიხილოთ სტრატეგიული შედეგები - განსაკუთრებით თუ კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთი და აშშ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ დაახლოებას დაიწყებენ“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, ურთიერთობების შესაძლო დათბობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს საქართველოზე - როგორც ექსპორტის (მათ შორის ღვინის), ისე რეგიონული ლოჯისტიკური პროექტების მეშვეობით.

ამ კონტექსტში მან განაცხადა, რომ წინასწარ უნდა შეფასდეს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის ეკონომიკური შედეგები, პოლიტიკური და სტრატეგიული რისკების მინიმიზაციის მიზნით.

აფხაზეთი, როგორც მნიშვნელოვანი გარიგების ნაწილი

აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხის ვიწრო ჭრილში განხილვა არ შეიძლება - მხოლოდ როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის. საუბარია უფრო ფართო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტრატეგიაზე, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.

მთავარი იდეა რუსეთის პოლიტიკური ინტერესების პრაგმატულ ეკონომიკურ სიბრტყეზე გადატანაა. მაშინ რკინიგზის გახსნა გახდება არა თვითმიზანი, არამედ უფრო დიდი გარიგების ერთი ელემენტი, რომელშიც ქართულმა მხარემ მოქნილობა და დაინტერესება უნდა გამოავლინოს, აღნიშნა მან.

„ჩვენ რუსულ მხარეს ისეთი წინადადება უნდა შევთავაზოთ, რომელზეც უარის თქმას ვერ შეძლებს. თუ სოლიდური დოკუმენტი შემუშავდება, მაშინ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა გახდება განხილვების არა ერთადერთი ფაქტორი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტი“, - განაცხადა არჩვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა