კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კაია კალასი - რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, როცა საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას - გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მათ უნდა გაიყვანონ ძალები ყველა იმ მიწიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან

ნახვები: 353 კაია კალასი - რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, როცა საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას - გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მათ უნდა გაიყვანონ ძალები ყველა იმ მიწიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან

სიმართლეა, რომ რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მისი ჯარები სხვადასხვა ნაწილში არიან განლაგებული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას. ნათელი იქნება, რომ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ისინი გაიყვანენ ძალებს ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრისას ეხებოდა თუ არა მისი იდეა და წინადადებები რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საქართველოდან გაყვანას.

„რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალურია, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები, რუსული მხარის მოთხოვნები საერთოდ არარეალურია. ისინი ითხოვენ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ დაუპყრიათ, დიპლომატიური გზით. ასე რომ, ეს კეთდება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების სიტუაცია ოდნავ დაბალანსდეს და ყურადღება რეალურად გადატანილ იქნას პრობლემაზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმას“, - აღნიშნა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა