ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს

ნახვები: 361 ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოაქვეყნოს.

ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„არსებობს გარკვეული დიპლომატიური პროტოკოლი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმება პარასკევს გამოქვეყნდება. შესაძლოა, შეთანხმების უფრო ადრე გამოქვეყნებაც გადაწყვიტოს. თუმცა, პარასკევს გვაქვს ოფიციალური ცერემონია და სწორედ ამ დროს სურს პრეზიდენტს მემორანდუმის გამოქვეყნება. შეთანხმებაში წერია, რომ ისინი ამერიკული ფულის ერთ ცენტსაც კი არ იღებენ“, – აღნიშნა ჯე დი ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, სანქციების მოხსნისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სხვა ქვეყნებს ირანში ინვესტიციების შეტანა შეეძლებათ.

„ირანელები კარგად თუ მოიქცევიან, სანქციები მოიხსნება და ისინი მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირდებიან. ჩვენ არა, მაგრამ სხვა ქვეყნებს მოუწვევთ, ირანში ინვესტიციები განახორციელონ“, – განაცხადა ვენსმა.

მოგვიანებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „სიენენთან“ შეთანხმების შინაარსზეც ისაუბრა. მისი თქმით, „მემორანდუმი დაახლოებით, გვერდნახევრიანია, ასე რომ ეს ძალიან ზოგადი დოკუმენტია. რიგ საკითხებზე ყველაფრის გარკვევა ტექნიკური მოლაპარაკებების ეტაპზე მოგვიწევს“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტის პირველი პუნქტი ირანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას ავალდებულებს.

„შეთანხმების პირველი პუნქტი ფაქტობრივად ამბობს, რომ ირანი, ისევე, როგორც შეერთებული შტატები, იღებს ვალდებულებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამის ნაწილია, რომ ირანელებმა უნდა შეწყვიტონ ძალადობრივი ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება და რეგიონული არასტაბილურობის წახალისება“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა