War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია

ნახვები: 345 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია

უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში ერთად შევლენ.

„ჩვენ ამ მომენტისთვის ბევრი ვიშრომეთ. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინამ და მოლდოვამ ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. მოლდოვასთან ჩვენი მეზობლობა ძლიერია. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ევროკავშირისკენ წინ ერთად მივიწევთ და იქ ერთად მივალთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პასუხი, რაც ევროპას შეუძლია, რომ რუსეთის აგრესიას გასცეს, კლასტერების გახსნის დაჩქარებაა“.

„ჩვენ ყველა კლასტერის გასახსნელად მზად ვართ. ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. ეს ევროპაში ყველამ იცის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა