War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი

ნახვები: 351 მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი

როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი, „ახალი“, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, არის კიდევ „რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული”.

“როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას და ზოგიერთი დიქტატორის დამქაშებთანაც არ ერიდება საქმის დაჭერას? ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? მთელი პატივისცემის მიუხედავად, “ლელო” არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. “ახალი”, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი, “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის ჩამოსართმევად. მიზანი შესრულდა, მას შემდეგ, რაც გილაურებმა პატრონის დავალება შეასრულეს, თან დაფინანსება შეაჩერეს და ვუყურებ, რომ “ახალი” ახლა გაჭედილია. ამათ გარდა არის რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, სხვადასხვა კატეგორიაში გადანაწილებული”,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჯერ ვერ პასუხობს გამარჯვების კრიტერიუმებს.

“დღევანდელი ოპოზიცია პასუხობს თუ არა გამარჯვების კრიტერიუმებს? ჯერჯერობით არა....რანაირად უნდა დაამარცხო დიქტატურა, როცა პარტიები თავს იმით იწონებენ, რომ დიქტატურამ მათ უფრო მეტი პროცენტი დაუწერა, ვიდრე “კონკურენტ ოპოზიციას” გაყალბებულ არჩევნებში”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, სურს უპასუხოს მის ძველ მეგობარს, ნიკა გვარამიას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და რომლის პოზიციას არ იზიარებს.

“უნდა ვუპასუხო ჩემ ძველ მეგობარს, გვარამიას - მე ამას ვერ გავიზიარებ. 4 ოქტომბერი არ იყო გონება დაბინდვის დღე. ეს იყო 200 000 გულანთებული ადამიანის ბრძოლა აქციის ორგანიზატორებთან ერთად”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დიქტატურა ადგას საქართველოს და მის მოშორებას სჭირდება „მხოლოდ შიდა თუხთუხი“.

„რუსეთი იწვის, ნახეთ მოსკოვში როგორ აფრინდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახურავი. ზუსტად ასე ხუფივით არის მომჯდარი ეს რეჟიმი საქართველოს. ზუსტად ასე ადგას ივანიშვილის სასახლე თბილისს, ისევე, როგორც ეს დიქტატურა ადგას საქართველოს და მის მოშორებას სჭირდება მხოლოდ შიდა თუხთუხი. თუ დააკვირდებით, როგორც ამ სახურავმა (მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის) ვერ გაუძლო წნევას და მოძვრა. არის თუ საზოგადოების თუხთუხი საკმარის დონეზე? ეს თუხთუხი არ არის ზოგადი წნევა, ეს არის თუხთუხი უსამართლობაზე, საქართველოს ღირსების დაკნინებაზე, კორუფციაზე, სიღარიბეზე... ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვშლით და მინდა დარბაზს ვკითხო, ეს დუღილის ტემპერატურა, ეს სიტუაცია გაკმაყოფილებთ? - ალბათ, არა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა