ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

ირაკლი კობახიძე - ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ

ნახვები: 301 ირაკლი კობახიძე - ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ

ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს გარედან ახვევდნენ თავს სიძულვილსა და აგრესიას, რაც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის.

„ამ სამმართველოს აქვს ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ გარედან გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის. რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან გააღვივოს ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი და აგრესია, ამ სამმართველოს ფუნქცია ეს არის. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ სამმართველოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, ამ საქართველოს საქმიანობა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს იყო - სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, სიმშვიდე ამ ქვეყანაში,ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად ვმოქმედებთ“,-განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა