War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

კარაფანო: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას მზადაა, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ შედეგებს ელოდება

ნახვები: 317 კარაფანო: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას მზადაა, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ შედეგებს ელოდება

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საკითხებში Heritage Foundation-ის წამყვანი ექსპერტის, ჯეიმს კარაფანოს განცხადებით, ვაშინგტონი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მხოლოდ განცხადებებით ვერ მოხდება და კონკრეტულ შედეგებს მოითხოვს.

Independence TV Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში კარაფანომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით, შავი ზღვის უსაფრთხოებითა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებით, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის იმუშაოს მოქმედ ხელისუფლებასთან, თუმცა პარტნიორობის გაღრმავება რეალური ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია.

კარაფანოს შეფასებით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება იმ მოდელით, როგორც ამას სომხეთი, აზერბაიჯანი და სერბეთი აკეთებენ. მისი თქმით, აშშ საქართველოსგან ელოდება უფრო აქტიურ ჩართულობას რეგიონულ პროექტებში და ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ინტერვიუს ავტორია კახა შარაშანიძე, წყარო – Independence TV Media.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა