ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

გოჩა მირცხულავა: პოლიტიკური ბოროტება იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკა მოლოდინების მართვის ტექნოლოგიად იქცევა

ნახვები: 343 გოჩა მირცხულავა: პოლიტიკური ბოროტება იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკა მოლოდინების მართვის ტექნოლოგიად იქცევა

 

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ საზოგადოებისათვის მუდმივი მოლოდინების შექმნაა, რომელთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში არ მართლდება.

მირცხულავას შეფასებით, პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ძალადობით ან ციხით არ იწყება. მისი თქმით, ხშირად ის ტყუილზე, ცრუ დაპირებებსა და ხელოვნურად შექმნილ მოლოდინებზე დგას.

„ერთი მხარე მუდმივად რაღაცის „დალაგების“ პროცესშია ისე, რომ ქვეყანა არასოდეს დალაგდეს, ხოლო მეორე მხარე წლებია ჰყიდის მოლოდინს გარდაუვალი სანქციების, საერთაშორისო ზეწოლისა და ნათელი მომავლის შესახებ ისე, რომ ეს მოლოდინი არასოდეს სრულდება,“ – აცხადებს მირცხულავა.

მისი თქმით, ხელისუფლება ქმნის წესრიგის იმიტაციას, ოპოზიცია კი პოლიტიკური ცვლილების მუდმივ მოლოდინს, რის შედეგადაც საზოგადოება რეალური შედეგების ნაცვლად დაუსრულებელი დაპირებების რეჟიმში ცხოვრობს.

ანალიტიკოსის შეფასებით, სწორედ ასეთ ვითარებაში იქცევა პოლიტიკა რეალური პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტიდან მოლოდინების მართვის მექანიზმად.

„როდესაც ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას კი არა, მათი მუდმივად მართვადი არსებობის შენარჩუნებას ცდილობს, ხოლო ოპოზიცია ალტერნატივის შექმნის ნაცვლად ხვალინდელი სასწაულის გაყიდვით არის დაკავებული, საბოლოოდ იკარგება სიმართლე, ადამიანი, დრო და რაც მთავარია – სახელმწიფო,“ – აღნიშნავს გოჩა მირცხულავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა