War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

საბაზისო პროდუქტებზე ფასების შესადარებლად ახალი პორტალი – „ელექტრონული კალათა“ ამოქმედდა

ნახვები: 327 საბაზისო პროდუქტებზე ფასების შესადარებლად ახალი პორტალი – „ელექტრონული კალათა“ ამოქმედდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების ფასების მონიტორინგისთვის ახალი საინფორმაციო პორტალი – ekalata.gov.ge წარადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში გაეცნონ სხვადასხვა სავაჭრო ქსელში მოქმედ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს. პორტალზე წარმოდგენილი იქნება საოჯახო კალათაში შემავალი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ფასები, რომლებიც 12 მსხვილ სავაჭრო ქსელშია ხელმისაწვდომი.

GCCA-ის თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. მისი თქმით, პლატფორმა ასევე ხელს შეუწყობს FMCG სექტორში კონკურენციის გაძლიერებას და მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

პორტალის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ არა მხოლოდ სხვადასხვა ქსელში არსებული ფასების შედარებას, არამედ საკუთარი კალათის შექმნასაც, სადაც ავტომატურად აისახება შერჩეული პროდუქციის ჯამური ღირებულება.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართული სავაჭრო ქსელები ვალდებული იქნებიან ყოველკვირეულად მიაწოდონ მონაცემები საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების შესახებ, რის საფუძველზეც ინფორმაცია ვებგვერდზე რეგულარულად განახლდება.

GCCA-ში აცხადებენ, რომ მომავალში პროექტის გაფართოებაც იგეგმება, მათ შორის სპეციალური მობილური აპლიკაციის შექმნა და საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა მედიაარხით.

ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო FMCG სექტორის მონიტორინგს 2023 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს შეფასებით, 2025 წელს ბაზრის მოცულობამ 14 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილმა 64 პროცენტი შეადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა