War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

PACE-მა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ნახვები: 309 PACE-მა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წარმომადგენლების მიმართ. ასამბლეის შეფასებით, მანამდე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით პროგრესი არ ფიქსირდება.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა და მათი ლიდერების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიუღებელია და ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. PACE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას ოპოზიციური ძალების აკრძალვის მცდელობებზე და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ფონზე, ამჟამად არ არსებობს სრულად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო.

რეზოლუციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების საკითხს. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლო პერიოდში მიღებული სადავო საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოს კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.

დოკუმენტში ასევე საუბარია დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე, საპროტესტო აქციების დაშლისას აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე და ამ ფაქტებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე.

PACE კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგისთვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ამ ეტაპზე არასაკმარისია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა