War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს

ნახვები: 321 ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა.

საელჩოს ცნობით, დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საელჩო განმარტავს, აღნიშნული პროექტი DFC-სა და PACE Group-ს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. ამავე პროექტის პირველი ეტაპისთვის DFC-მ 2020 წელს 50 მილიონი დოლარის დაფინანსება გამოყო.

„DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: საქართველოში აშშ-ის საელჩო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა