ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა

ნახვები: 341 პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის საფუძველზეც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული სანქციების სისტემა იცვლება.

კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მიღებული ცვლილებების თანახმად, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბება 50 ლარით დაჯარიმდება. 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისთვის კვლავ 300-ლარიანი სანქცია იმოქმედებს.

ამ დრომდე მოქმედი წესით, 15-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება 100 ლარით, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტით მოძრაობა 300 ლარით ჯარიმდებოდა.

ცვლილებები ძალაში კანონის გამოქვეყნების შემდეგ შევა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა