ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა

ნახვები: 314 პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა

 

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მწვანე ნარგავების დაზიანებისა და განადგურებისთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქა.

მიღებული ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად 500 ლარი იქნება, ხოლო განმეორებითი დარღვევისთვის – 5 000 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი.

თბილისის შემთხვევაში სანქცია 5 000 ლარიდან 500 ლარამდე მცირდება, ხოლო განმეორებით ჩადენილი დარღვევისთვის ჯარიმა 10 000-ის ნაცვლად 1 000 ლარი განისაზღვრება.

ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა