ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის წევრობამდე ეკონომიკური შეღავათების მინიჭებას განიხილავს

ნახვები: 344 ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის წევრობამდე ეკონომიკური შეღავათების მინიჭებას განიხილავს

ევროკომისია გეგმავს, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ბლოკში გაწევრიანებამდე გარკვეული ეკონომიკური შეღავათები მიანიჭოს. ინფორმაციას POLITICO ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინიციატივა ე.წ. „ეტაპობრივი ინტეგრაციის“ პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებას იმ პერიოდში, როდესაც მათი წევრობის განაცხადები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

განხილული წინადადებები მოიცავს ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებზე წვდომას, სავაჭრო შეღავათებსა და ერთიან ბაზარზე ნაწილობრივ ინტეგრაციას. კონკრეტული პირობები კი თითოეული ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისია წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას უკვე უახლოეს თვეებში შეეცდება, ხოლო საკითხის განხილვა შესაძლოა ევროკავშირის ლიდერების ოქტომბრის ან დეკემბრის სამიტებზე დაიწყოს.

წყარო: POLITICO.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა