დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია
სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ჟურნალისტს ავტომობილი და 30 000 დოლარიც ჩამოერთვა
ელისო კილაძე: ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი პერსონალური განადგურებისთვის – ბრალს არ ვაღიარებ და ბრძოლას გავაგრძელებ
Ukrainian Armed Forces hold first-ever sergeants’ forum in Kyiv
Ukraine should join NATO, must not give up territory in exchange, Estonian DM says
Fire breaks out at a petrochemical complex after attack in Russia’s Bashkortostan – media
Kyiv’s Northern and Southern Bridges remain closed as experts assess damage from Russian attack – Klitschko
One of Crimean Bridge’s arches damaged in second strike

POLITICO: უკრაინას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ევროკავშირის ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა გაწევრიანებამდე მიეცეთ

ნახვები: 346 POLITICO: უკრაინას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ევროკავშირის ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა გაწევრიანებამდე მიეცეთ

ევროკომისია განიხილავს მოდელს, რომლის მიხედვითაც კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა სრულუფლებიან წევრობამდე ექნებათ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა, რომლის ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუხედავად ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა, სავარაუდოდ, კიდევ წლები დასჭირდება.

გეგმის თანახმად, კანდიდატ ქვეყნებს ეტაპობრივად შეეძლებათ ისარგებლონ ევროკავშირის გარკვეული პროგრამებით, დაფინანსებითა და სავაჭრო შეღავათებით, რაც აქამდე ძირითადად მხოლოდ სრულუფლებიანი წევრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

POLITICO-ს ინფორმაციით, შეღავათების მოცულობა თითოეული ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირის წესებთან შესაბამისობის დონეზე იქნება დამოკიდებული.

წყარო: POLITICO.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა