War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

კობახიძე: თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2030 წელს დასრულდება

ნახვები: 373 კობახიძე: თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 2030 წელს დასრულდება

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და პროექტი სრულად 2030 წელს დასრულდება.

პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას კობახიძემ აღნიშნა, რომ მეორე და მესამე ლოტების მშენებლობა 2026 წელს დაიწყება, ხოლო მეოთხე და მეხუთე ლოტებზე სამუშაოები 2027 წლის დასაწყისში დაიწყება.

„მეორე ლოტის მშენებლობა დაიწყება 2026 წელს და 2030 წელს დასრულდება. მესამე ლოტი ასევე წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება. მეოთხე და მეხუთე ლოტები დაიწყება 2027 წლის დასაწყისში და დასრულდება 2029 წლის ბოლოს. მთლიანად, 2030 წლისთვის თბილისის შემოვლითი გზა დასრულებული იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის თქმით, პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც თბილისისთვის, ისე მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა