პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest

მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია

ნახვები: 353 მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ჰყოლია

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც საქართველოს ოდესმე ჰყოლია“.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში საქართველო მნიშვნელოვან პრობლემებს წააწყდა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში.

„სალომე აღმოჩნდა ყველაზე უარესი საგარეო მინისტრი, რომელიც საქართველოს როდისმე ჰყოლია. პირველივე დღიდან საერთოდ მიუშვა სამინისტროს ორგანიზაციული ნაწილი. სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობლები, თურქეთი და აზერბაიჯანი“, – წერს სააკაშვილი.

მისივე მტკიცებით, თურქეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა პირადად მოსთხოვა ზურაბიშვილის თურქეთის მიმართულებიდან ჩამოშორება.

სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემდეგ ზურაბიშვილი აქტიურად ჩაერთო ოპოზიციურ საქმიანობაში, რასაც იგი „ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობად“ აფასებს.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ზურაბიშვილის პოლიტიკური საქმიანობა შემდგომ წლებშიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილი გადაყენების დროს მან პარლამენტის დათხოვნა და პრემიერ-მინისტრად საკუთარი დანიშვნა მოითხოვა.

სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილების გაცნობისას ზურაბიშვილმა მას უთხრა:

„ახლავე დაითხოვე პარლამენტი, დანიშნე არჩევნები და მე დამნიშნე პრემიერ-მინისტრადო“.

როგორც სააკაშვილი წერს, ამ მოთხოვნას ღიმილით შეხვდა და სწორედ ამის შემდეგ დასრულდა მათი თანამშრომლობა.

მესამე პრეზიდენტის შეფასებით, ზურაბიშვილი მალევე გადავიდა ოპოზიციურ საქმიანობაში და შემდგომ წლებში მისი პოლიტიკური პოზიციები საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად მის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა