ირაკლი ღარიბაშვილი: „მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში — ჩემი ერთადერთი ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა“
მარიამ ლოლაძე - იდეალისტები არ არიან საშიშები
2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა — ყოფილ პრემიერს 750 000 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან
სკოტ ბესენტი: აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან
ღარიბაშვილი ციხიდან ხელისუფლებას: მომატყუეთ, გადამაგდეთ და გამწირეთ — იძულებული ვიქნები, ყველა ნაბიჯზე სარკისებურად გიპასუხოთ
გია ჯაფარიძე - საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას აპირებენ, ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება – გარემოს ეროვნული სააგენტო ღვარცოფის გამომწვევ მიზეზებს განმარტავს

ნახვები: 279 თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება – გარემოს ეროვნული სააგენტო ღვარცოფის გამომწვევ მიზეზებს განმარტავს

 

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის ქვა-ღორღისგან გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი, ასევე დასრულებულია დაზიანებული ხიდის ნარჩენების დემონტაჟი.

სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტია ჩართული. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა, რომელიც იმ მონაკვეთებს ასუფთავებს, სადაც ტექნიკის მუშაობა შეუძლებელია.

სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება უმეტეს ტერიტორიაზე უკვე აღდგენილია.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.

სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივლისს, გამთენიისას, ქალაქ თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავისხევმა კალაპოტი გაარღვია, რის შემდეგაც ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თელავის მეტეოროლოგიურ სადგურზე ნალექის რაოდენობამ 57.3 მმ შეადგინა, რაც თვის ნორმის 85%-ს უდრის, ხოლო იყალთოში 40.1 მმ დაფიქსირდა.

სააგენტოს განმარტებით, მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკულმა მასამ ძლიერი ღვარცოფული ნაკადი წარმოქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა ნაგებობამ ნაკადის ნაწილი შეაკავა, ღვარცოფის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ ნაგებობებს გვერდი აუარა, დააზიანა ნაპირდამცავი კონსტრუქციები და გზის ცალკეული მონაკვეთები.

ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტმა ღვარცოფული ნაკადის სრულად გატარება ვერ შეძლო, რის გამოც ნაკადი მიმდებარე ქუჩებზე გადავიდა. ღვარცოფული მასის ძირითადი აკუმულირება ქალაქის ქვედა ნაწილში, ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდებარედ დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას აგრძელებენ.

ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა თელავისხევმა კალაპოტი გაარღვია, რის გამოც დაიტბორა კავკასიონის ქუჩისა და ალაზნის გამზირის ნაწილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა