ანა წითლიძე: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს - ბრძოლას არ შევწყვეტთ
MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს

ტრამპი მხარს უჭერს ლინდსი გრემის ინიციატივით მომზადებულ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს

ნახვები: 358 ტრამპი მხარს უჭერს ლინდსი გრემის ინიციატივით მომზადებულ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს, რომლის ინიციატორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი იყო, - ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის მხარდაჭერა სანქციების პაკეტის მიღებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი არიან.

კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

„ამის გასაკეთებლად აქ, სენატში, „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერა იქნება საჭირო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ“, - განაცხადა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ („რესპუბლიკური პარტია“).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა