ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს

ნახვები: 337 ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ამჟამად წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და ამ მაჩვენებლის 20 მილიონამდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პირველად წელიწადში 1 მილიონი დრონის წარმოების გეგმაზე ისაუბრა, ამ განცხადებას ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც სკეპტიკურად შეხვდნენ.

„მახსოვს, პირველად საჯაროდ გამოვაცხადე სახელმწიფოს გეგმა: წელიწადში 1 მილიონი დრონი. ყველგან დიდი სკეპტიციზმი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ახლა კი შეგვიძლია განვაცხადოთ: ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ. 10-ს და იქნება 20“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, წარმოების გაორმაგებას უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შეძლებს.

ცნობისთვის, ივნისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მსტისლავ ბანიკმა, განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი საწარმოო პოტენციალი აქვს და პარტნიორებს ძირითადი სამხედრო პროგრამების დაფინანსებისა და მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა