ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნახვები: 307 საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა დესმონდი დამნაშავედ ცნო, 100 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევება მიუსაჯა და ქვეყანაში 20 წლით შემოსვლა აუკრძალა.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ დესმონდი იმავე დარბაზში საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს გადაეცა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს:

  • 112 აბი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი ნარკოტიკული საშუალება (სულ 0,0224 გრამი);
  • 50 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება (სულ 0,75 გრამი);
  • 39 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული ნივთიერება (სულ 5,8484 გრამი).

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავების დროს მეთიუ როი დესმონდს არ წარუდგენია სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატები ექიმის დანიშნულებით ჰქონდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა