ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

პეტერ მადიარი: უნგრეთში პეტერ სიიარტოს რუსეთთან კავშირების გამოძიება დაიწყო

ნახვები: 277 პეტერ მადიარი: უნგრეთში პეტერ სიიარტოს რუსეთთან კავშირების გამოძიება დაიწყო

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ქვეყნის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან, დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობების გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უნგრული მედია იუწყება.

მადიარის თქმით, სწორედ იმ ურთიერთობებს იკვლევენ, რომლებიც მან აქამდე „ღალატად“ შეაფასა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს, რადგან საქმე გასაიდუმლოებულ მასალებსა და საგარეო საქმეთა დოკუმენტებს მოიცავს და არ სურს, გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინოს.

„როგორც კი რაიმე იქნება გასაზიარებელი, ის გასაჯაროვდება“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა