კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ტრამპი: „ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ“

ნახვები: 307 ტრამპი: „ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ, შედეგს ძალიან მალე იხილავთ“

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანში „დიდ გამარჯვებას“ აღწევს და მისი შედეგები მალე გახდება თვალსაჩინო. ამის შესახებ ტრამპმა თეთრი სახლიდან ამერიკელი ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალით სარგებლობს, რომელიც, მისი მტკიცებით, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაძლიერდა.

„ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი სამხედრო ძალები. მე ის ჩემი პირველი ვადის განმავლობაში შევქმენი და, სამწუხაროდ, ახლა იძულებულნი ვართ გამოვიყენოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს.

„ირანში დიდ გამარჯვებას ვაღწევთ და თქვენ ამ შრომის ნაყოფს ძალიან, ძალიან მალე იხილავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალები უკვე ზედიზედ მეექვსე ღამეა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა