დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია
სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ჟურნალისტს ავტომობილი და 30 000 დოლარიც ჩამოერთვა
ელისო კილაძე: ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი პერსონალური განადგურებისთვის – ბრალს არ ვაღიარებ და ბრძოლას გავაგრძელებ
Ukrainian Armed Forces hold first-ever sergeants’ forum in Kyiv
Ukraine should join NATO, must not give up territory in exchange, Estonian DM says
Fire breaks out at a petrochemical complex after attack in Russia’s Bashkortostan – media
Kyiv’s Northern and Southern Bridges remain closed as experts assess damage from Russian attack – Klitschko
One of Crimean Bridge’s arches damaged in second strike

ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს

ნახვები: 335 ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოელი სტუდენტების, კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის ვიზების მოქმედების წესების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალი საბოლოო წესით, ფიქსირებული ვადები დაწესდება:

  • F ტიპის ვიზებისთვის – უცხოელი სტუდენტებისთვის;
  • J ტიპის ვიზებისთვის – კულტურული გაცვლის პროგრამების მონაწილეებისთვის;
  • I ტიპის ვიზებისთვის – უცხოელი ჟურნალისტებისთვის.

Reuters-ის ცნობით, ახალი რეგულაციები ძალაში ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებიდან 60 დღის შემდეგ შევა, თუმცა მანამდე კონგრესის განხილვას დაექვემდებარება.

ახალი წესების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი ვიზების მაქსიმალური მოქმედების ვადა ოთხი წელი იქნება, ხოლო ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი I ტიპის ვიზა მაქსიმუმ 240 დღით გაიცემა. ჩინეთის მოქალაქეებისთვის ამავე კატეგორიის ვიზის მაქსიმალური ვადა 90 დღე იქნება.

დოკუმენტის მიხედვით, ვიზის მფლობელებს ვადის გასვლის შემდეგ გახანგრძლივების მოთხოვნით განაცხადის შეტანა შეეძლებათ.

ამასთან, ახალი რეგულაციებით მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ეკრძალებათ სწავლის პროცესში „საგანმანათლებლო მიზნის“ შეცვლა ან შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა სასწავლებელში გადასვლა.

ცვლილებები ასევე ამცირებს იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ აშშ-ში დარჩენა შეუძლიათ — 60 დღის ნაცვლად მათ ქვეყნის დასატოვებლად 30 დღე ექნებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა