ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ნახვები: 405 სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა



სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამის შესახებ CNN იუწყება.

განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს ასევე ბაშარ ალ-ასადის უმცროს ძმას, მაჰერ ალ-ასადს.

სასამართლოს წინაშე წარდგა ასადის ბიძაშვილი ატეფ ნაჯიბიც, რომელსაც დარაას პროვინციაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის ასევე სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

ნაჯიბი 2011 წლის შემდეგ დარააში პოლიტიკური უსაფრთხოების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, დაამხეს. ამის შემდეგ ბაშარ ალ-ასადი და მისი ძმა რუსეთში გაიქცნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა