კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ
სირიის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება
ზელენსკი: ზაპოროჟიეზე იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებითა“ და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა
ლაშა ფარულავა: გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური დევნაა

„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ

ნახვები: 257 „როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ

ყოფილმა უკრაინელმა სამხედრო ტყვეებმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

მათი განცხადებით, ტყვეებს იზოლაციაში ამყოფებდნენ, მათ მიმართ იყენებდნენ ელექტროშოკს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ასევე სექსუალურ ძალადობას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედმა სამხედრო მოსამსახურემ, ხუან ალბერტო ლევია გარსიამ, რომელიც რუსეთის ტყვეობაში 1 183 დღე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ამ პერიოდში სხვადასხვა ფორმით აწამებდნენ.

„დიახ, მაწამებდნენ. ყველაფერი იყო, რაც ადამიანს ტკივილს აყენებს, ამცირებს და მისი ნების საწინააღმდეგოდ ხორციელდება — ყოველდღიური ცემა, ელექტროშოკი, უკიდურესად მძიმე ვარჯიშები ყინვაში, სექსუალური ძალადობა. ყველაფერი, რაც შეიძლება გამოიყენო ადამიანის ფსიქოლოგიურად გასატეხად. ეს ჩემსა და ჩემი თანამებრძოლების უმეტესობის მიმართ ხდებოდა“, — განაცხადა მან.

გარსიას თქმით, დონეცკის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრებში მისი ორი თანამებრძოლი ცემის შედეგად გარდაიცვალა. გაერო-ს შეხვედრაზე მან ასევე განაცხადა, რომ პატიმრებს გადატვირთულ ყაზარმებში, მძიმე პირობებში ამყოფებდნენ, სადაც, მისი თქმით, თითქმის ყველა სამხედრო ტყვეს დიზენტერია ჰქონდა, ხოლო ბევრი შიმშილობდა.

გარსიამ აღნიშნა, რომ კუბური წარმომავლობის გამო მცველები მას დამატებით ავიწროებდნენ და „დაქირავებულ მებრძოლობასა“ და „ამერიკის ჯაშუშობას“ აბრალებდნენ.

ყირიმელი თათრების აქტივისტმა ლენიე უმეროვამ, რომელიც 2024 წელს ტყვეების გაცვლის შედეგად გათავისუფლდა, განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ შვიდ სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, რასაც მან „რეპრესიების კარუსელი“ უწოდა.

უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხთა საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლის, ოლეგ გუშინის განცხადებით, უკრაინელ პატიმრებს დაკავების ადგილებში კლავდნენ და აწამებდნენ. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 300-ზე მეტი დაკავების ადგილი გამოავლინა.

უკრაინის ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის შედეგად სამშობლოში 9 000-ზე მეტი უკრაინელიდაბრუნდა, თუმცა ათასობით ადამიანი კვლავ რუსეთის ტყვეობაში რჩება.

10 აგვისტოს აღნიშნულ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევები განიხილეს.

თავის მხრივ, გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ, ეს ბრალდებები „დეზინფორმაციის კამპანიად“ შეაფასა და განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი რუსი სამხედრო ტყვეები თავად ექვემდებარებიან „წამებას, დამცირებასა და მორალურ და ფიზიკურ ძალადობას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა