კალასი: შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ სანქციებს წარვადგენთ
სააკაშვილი: უახლოეს კვირებში კობახიძეს მოსკოვში ელიან „ღალატის ტრაქტატზე“ ხელის მოსაწერად
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
არჩილ იაკობაშვილი - ქართულ "რეპსოლს" იურიდიულად არაფერი საერთო აქვს ესპანურ "რეპსოილან"
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში მეწყრის ვერსია გამოირიცხა
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
რომან გოცირიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში „ოცნების“ მთავრობის ნებართვით ჯერჯერობით უცნობი ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა მას მოსალოდნელი სანქციებისგან არ ათავისუფლებს
გოჩა მირცხულავა - ვინმეს მართლა სჯერა, რომ ასეთი მასშტაბის საწვავის შეტანა აფხაზეთში ხელისუფლების თანხმობის ან სულაც მისი დავალების გარეშე მოხდებოდა?

სააკაშვილი: უახლოეს კვირებში კობახიძეს მოსკოვში ელიან „ღალატის ტრაქტატზე“ ხელის მოსაწერად

ნახვები: 227 სააკაშვილი: უახლოეს კვირებში კობახიძეს მოსკოვში ელიან „ღალატის ტრაქტატზე“ ხელის მოსაწერად

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე ხელშეკრულების პროექტი გადასცა, რომელთა გაფორმებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. სააკაშვილის მტკიცებით, ამ პროცესს რუსეთის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო კურირებს, ხოლო ირაკლი კობახიძეს უახლოეს კვირებში მოსკოვში ელიან.

სააკაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის მიწოდებას უფრო ფართო პროცესის ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობს ღალატის ტრაქტატის ხელმოწერისთვის იდეოლოგიური მომზადება“.

„ჩემი ინფორმაციით, რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი. ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან ერთმანეთის წინააღმდეგ არ გარიგებას — მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება — და ასევე, ორ ცალკე ხელშეკრულებას აფხაზეთის და ცხინვალის მთავრობებთან, მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით. ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს“, — წერს სააკაშვილი.

მისივე მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში ჩართული არ არის, რუსეთის მხრიდან კი მოლაპარაკებებს სერგეი კირიენკო კურირებს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ახლა მიიჩნევს ხელსაყრელ მომენტად მსგავსი შეთანხმებების გასაფორმებლად. მისი შეფასებით, ამისთვის ხელსაყრელ გარემოებად ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას, ოპოზიციის მდგომარეობას და დასავლეთის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას განიხილავს.

„უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად“, — აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ამ პროცესის იდეოლოგიური მომზადების ნაწილია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ხელისუფლების რიტორიკის გამკაცრება და გეორგიევსკის ტრაქტატის თემის გააქტიურებაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციასა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ რიგით მხარდამჭერებთან და საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებთანაც ჰქონდეთ. მისი შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ისეთი შეთანხმებების გაფორმების წინააღმდეგ, რომლებიც მათი „სუბიექტურობის აღიარებას“ შეიძლება ნიშნავდეს, წინააღმდეგობა ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილშიც იქნება.

„ჩვენი ამოცანაა, მინიმუმ მივაღწიოთ იმას, რომ სანამ რუსეთი საბოლოოდ დაიწყებს ტორტმანს, არ მივცეთ ქოც-დიქტატურას საშუალება ისეთი დოკუმენტების გაფორმების ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რომელთა გადახედვა შემდეგ ძალიან გაჭირდება“, — წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო ხელშეკრულებების არსებობისა და კობახიძის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ამ ეტაპზე მის განცხადებას ეფუძნება და წარმოდგენილ მასალაში სხვა დამოუკიდებელი წყაროთი დადასტურებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა