MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII გახდა — ტახტი ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა

ნახვები: 249 ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII გახდა — ტახტი ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა

 

ნორვეგიის ახალი მეფე 53 წლის ჰააკონ VIII გახდა. მან ტახტი მამის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად დაიკავა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

ჰააკონ VIII-ის გამეფების შემდეგ მისი მეუღლე მეტე-მარიტი ნორვეგიის დედოფალი გახდა, ხოლო მეფის უფროსი შვილი, პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა — მემკვიდრე პრინცესა და ტახტის პირველი მემკვიდრე.

ჰააკონი ჰარალდ V-ის უმცროსი შვილია. იგი ტახტის მემკვიდრე 1991 წელს, ბაბუის — მეფე ოლავ V-ის გარდაცვალებისა და ჰარალდ V-ის გამეფების შემდეგ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰააკონს უფროსი და, პრინცესა მართა ლუიზა ჰყავს, იმ დროს მოქმედი მემკვიდრეობის წესის შესაბამისად ტახტის მემკვიდრედ სწორედ ჰააკონი განისაზღვრა. მოგვიანებით ნორვეგიაში კანონი შეიცვალა და ტახტის მემკვიდრეობისას უპირატესობა სქესის მიუხედავად პირველ შვილს მიენიჭა, თუმცა ცვლილება უკუძალით არ გავრცელებულა.

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო და ჰააკონი მამის მოვალეობებს რეგენტის სტატუსით არაერთხელ ასრულებდა.

ჰარალდ V ნორვეგიის ტახტზე 1991 წლიდან იმყოფებოდა და გარდაცვალების მომენტისთვის ევროპის ყველაზე ხანდაზმული მოქმედი მონარქი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა