აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

გოჩა მირცხულავა - დებატები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს მხოლოდ ოპოზიციას კი არა, პირველ რიგში საზოგადოებას სჭირდება

ნახვები: 423 გოჩა მირცხულავა - დებატები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის. ეს მხოლოდ ოპოზიციას კი არა, პირველ რიგში საზოგადოებას სჭირდება
ანალიტიკოსი - გოჩა მირცხულავა
 
თუ რამე უნდა გაკეთდეს დღეს საჯარო სივრცეში და ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებში, ეს არის დებატები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის.
ეს მხოლოდ ოპოზიციას კი არა, პირველ რიგში საზოგადოებას სჭირდება. პოლიტიკოსი მაშინ ჩანს სინამდვილეში, როდესაც მის წინ ჟურნალისტი კი არა, სხვა პოლიტიკოსი ზის — თავისი არგუმენტებით, კითხვებითა და განსხვავებული ხედვით.
მინიმუმ, ასეთი დებატები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ნარცისის ნიღაბს ჩამოხსნის — საკუთარ სიბრძნეებს ცალ კარში რომ ურახუნებენ და მერე თვითონვე რჩებიან საკუთარი გენიალურობით აღფრთოვანებულები.
თან გაზრდის კიდეც მათ. პოლიტიკოსი კამათში იზრდება — როდესაც პასუხის გაცემა უწევს და არა საკუთარი მონოლოგით ტკბობა.
და იქნებ ვიღაც ბოლოს იმასაც მიხვდეს — მეტი არაა ჩემი მტერი — ჩაყვინთოს და გაეცალოს პოლიტიკას.
ეს სჭირდება ამომრჩეველსაც — კამათში მიღებული ინფორმაცია ბევრად მეტია, ვიდრე ცალმხრივი მონოლოგებით მიღებული წარმოდგენა პოლიტიკოსზე.
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ქართულ პოლიტიკასაც სჭირდება — სადაც თემაც ძალაუნებურად შეიქმნება ამ დებატების საფუძველზე. პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ პარტიულ ოფისებში დაწერილი მესიჯებით კი აღარ ჩამოყალიბდება; თემები კამათიდან, განსხვავებული პოზიციების შეჯახებიდან და იქ გაჩენილი კითხვებიდანაც წამოვა.
და ეს ყველაფერი უკვე მნიშვნელოვანი შედეგია.
კიდევ ერთი: აქეთ მხარეს არბიტრებადაც და კითხვების დამსმელებადაც ცოტა გონიერ ადამიანებს დავსვამდი. ისეთებს, სასურველ რესპონდენტთან სასურველ კითხვებს წინასწარ რომ არ შეათანხმებენ. იმიტომ, რომ თუ დებატიც წინასწარ შეთანხმებული კომფორტის ზონად ვაქციეთ, ისევ იმავე ცალ კარში თამაშს მივიღებთ — უბრალოდ ამჯერად ორი კაცი იდგება მოედანზე.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა