ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ხაბეიშვილი: საჭიროა ფორმულა — „ყველა მინუს ივანიშვილი“, თითოეულ საარჩევნო უბანზე 15-20-კაციანი ჯგუფები უნდა შეიქმნას

ნახვები: 415 ხაბეიშვილი: საჭიროა ფორმულა — „ყველა მინუს ივანიშვილი“, თითოეულ საარჩევნო უბანზე 15-20-კაციანი ჯგუფები უნდა შეიქმნას

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისა და ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 500 საარჩევნო უბანზე 15-20-კაციანი ჯგუფების შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაზე ზეწოლისა და „ნორმალური საარჩევნო გარემოს“ მისაღწევად საჭიროა 30-40 ათასი აქტიური მხარდამჭერისგან შემდგარი ორგანიზებული ქსელის შექმნა.

„საჭიროა ფორმულა — ყველა (!) მინუს ივანიშვილი. ერთად შევძლებთ ამ „არმიის“, 30 000-40 000-იანის შექმნას?! — ცხადია, კი! ამას თუ გავაკეთებთ, ორგანიზებულს გავხდით ამ გათითოკაცებულ მებრძოლებს, მაშინ შევძლებთ წნეხს, შეტევას და მივიღებთ სამართლიან არჩევნებს, სადაც დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ“, — წერს ხაბეიშვილი.

მისი შეფასებით, ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანზე სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნის რესურსი არ გააჩნიათ, გაერთიანების შემთხვევაში კი თითოეულ უბანზე 15-20 აქტივისტის მობილიზება შესაძლებელია.

„თუ უბანში 15-20 ადამიანი არ გვყავს, ვინც მუშაობს ხალხთან, ავრცელებს სიმართლეს, იცავს ხმებს, აკეთებს მობილიზებას, მაშინ უბრალოდ აზრი არა აქვს ბაქიბუქს“, — აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთში უნდა გაინაწილონ საარჩევნო უბნები და ადგილზე შექმნან გუნდები. ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ციხიდანაც შეძლებს რამდენიმე უბანზე მსგავსი ჯგუფების ორგანიზებაში მონაწილეობას.

წერილში ის აკრიტიკებს იმ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკოსებსაც, რომლებიც ერთიანობის იდეას არ იზიარებენ და დამოუკიდებლად მოქმედებას ამჯობინებენ.

„ძალა ერთობაშია და ამას პრაქტიკაში უნდა ხორცის შესხმა... დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ! ტყუილად დროის გაწელვის გარდა, არაფერი ხდება თქვენის მხრიდან“, — წერს ხაბეიშვილი.

მისი განცხადებით, მზად არის გაერთიანებულ ოპოზიციურ პროცესში პირადი პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადადოს.

„მე თქვენსკენ ვარ! უკანასკნელი ვიქნები თქვენში, თქვენი მსახური ვიქნები... ძალის ეშინია ივანიშვილს, საქმე და ძალა, რაც არის, მოგახსენეთ. უაზრო ლაი-ლაი არ აშინებს რეჟიმს!“ — აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა