თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება
ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს
რომან გოცირიძე: საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ პროცენტებით შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს

ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

ნახვები: 211 ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება
ადვოკატ მარიკა არევაძის განცხადებით, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება. უფლებადამცველის ინფორმაციით, დავითაძეს დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მოგვიანებით კი ტელევიზორი ჩამოართვეს.

ამის შესახებ არევაძე სოციალურ ქსელში წერს, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

ადვოკატის თქმით, დავითაძემ მას განუცხადა, რომ საკანში ყოფნისას ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მსჯავრდებულის მხრიდან საპასუხო სიტყვიერი რეაქცია მოჰყვა.

„ახლახან დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება. გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს. როგორც გიორგიმ მითხრა, საკანში მყოფს ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ჰქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება. მას ჩამოართვეს ტელევიზორი“, — წერს არევაძე.

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ტელევიზორის ჩამორთმევა შესაძლოა უკავშირდებოდეს სურვილს, მსჯავრდებულმა მის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღოს.

არევაძის ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისას სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა, რომელსაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დავითაძის დაუყოვნებლივ მონახულება მოსთხოვა.

„გამოსვლისას შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე, რომ გიორგი დღესვე ნახონ“, — აცხადებს ადვოკატი.

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ზეწოლის შესახებ ახალი განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მსჯავრდებულმა მანამდე რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

დავითაძის მტკიცებით, შემთხვევა დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მოხდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მომხდარი სათვალთვალო კამერებს უნდა დაეფიქსირებინა.

აღნიშნული ბრალდებები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო და დეზინფორმაცია უწოდა. უწყების განცხადებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება დასრულდა.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ დეესკალაციის ოთახში დავითაძის შემოწმების პროცესში მის მიმართ ძალადობას ან სხვა დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება ადვოკატის მიერ გავრცელებულ ახალ ინფორმაციას სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ტელევიზორის ჩამორთმევის შესახებ, ამ ბრალდებებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია, შეისწავლა თუ არა სახალხო დამცველის აპარატმა ადვოკატის მიერ მიწოდებული ცნობები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა