თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება
ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს
რომან გოცირიძე: საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ პროცენტებით შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს

სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია

ნახვები: 226 სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის საფრთხე. მისი განცხადებით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური ქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რუსული პროპაგანდა საზოგადოებაში ისეთი ისტორიული და პოლიტიკური ნარატივების დამკვიდრებას ცდილობს, რომლებიც წარსულში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, დეზინფორმაციული გზავნილები საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე გავლენას კვლავ ახდენს.

„ჩვენ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით მეტი გამოცდილება გვაქვს 70 წლის განმავლობაში. ვიცით, როგორ განვასხვაოთ პროპაგანდა რეალობისა და სიმართლისგან. თუმცა ძალიან გაოგნებული ვარ ფაქტით, რომ პროპაგანდას ჯერ კიდევ აქვს გარკვეული გავლენა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განსაკუთრებით შემაშფოთებლად ისტორიული მოვლენების ინტერპრეტაციის შეცვლის მცდელობა დაასახელა. მაგალითად მან მოიყვანა საქართველოში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთმა საქართველო გარე საფრთხეებისგან გადაარჩინა.

ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი ნარატივი უგულებელყოფს იმ ისტორიულ პროცესებს, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მონარქიისა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა.

„ყველაზე მეტად რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, არის ისტორიული ნარატივის ცვლილება, როდესაც საქართველოში გვესმის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით, რომლითაც რუსეთის იმპერიამ შეძლო საქართველოს სახელმწიფოს, მონარქიისა და ეკლესიის გაუქმება, რუსეთმა გადაგვარჩინა დანარჩენი მსოფლიოსგან“, — აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, ისტორიული გამოცდილების მიუხედავად, პროპაგანდის გავლენით საზოგადოებაში შესაძლოა დამკვიდრდეს წარმოდგენები, რომლებიც მანამდე მიუღებელი ან წარმოუდგენელი იყო.

ზურაბიშვილმა ამ პროცესის ხელშემწყობ ფაქტორებად სოციალური ქსელები, ხელოვნური ინტელექტი, სატელევიზიო პროპაგანდა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდული შესაძლებლობები დაასახელა.

მისი შეფასებით, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას ის მოსახლეობა, რომელსაც ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე ნაკლები წვდომა აქვს, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები.

„ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჰქონდათ ასეთი პირდაპირი გამოცდილება, მოულოდნელად ხდება შესაძლებელი უდიდესი პროპაგანდის, სოციალური ქსელისა და ხელოვნური ინტელექტის გამო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთის საინფორმაციო გავლენის მასშტაბი მხოლოდ ტრადიციული პოლიტიკური ან სამხედრო საფრთხეების ჭრილში არ უნდა განიხილონ.

„ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის და ეს არის ჰიბრიდული ომი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპისთვისაც საყურადღებოა, რადგან დეზინფორმაციისა და საინფორმაციო მანიპულაციის თანამედროვე მექანიზმები სახელმწიფო საზღვრებით არ შემოიფარგლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა