War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ანა წითლიძე: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს - ბრძოლას არ შევწყვეტთ

ნახვები: 208 ანა წითლიძე: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს - ბრძოლას არ შევწყვეტთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიის შესაძლო გაუქმება მის წევრებს პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებაზე უარს ვერ ათქმევინებს.

როგორც წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მცდელობა პარტიისთვის საკუთარი პოლიტიკური პრინციპების ერთგულების დასტურია.

„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს. ეს ჩვენი ბრძოლისა და პრინციპების ერთგულების ნიშანია“, — აცხადებს წითლიძე.

მისი თქმით, პარტიის საქმიანობის შესაძლო აკრძალვა ვერ შეცვლის მის პოლიტიკურ მიზნებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.

„მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან — ჩვენთვის არაფერი იცვლება. კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება!“ — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

წითლიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის სამართლებრივი გაუქმება მისი იდეებისა და მხარდამჭერების საქმიანობის შეწყვეტას არ ნიშნავს.

„ვერც იდეას მოკლავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას და ვერც ერთ ჩვენგანს! მით უმეტეს, ვერც ნაციონალურ მოძრაობას! მხოლოდ კი არ გადავრჩებით — საბოლოოდ გავიმარჯვებთ კიდევაც“, — აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

აღნიშნული თარიღების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და სხდომებზე გამოცხადება მოსთხოვეს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი პროცესის დაჩქარებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. პარტიების აკრძალვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა