War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი წინადადებები წარუდგინა - შეხვედრებისთვის უახლოეს დღეებში მზად ვართ

ნახვები: 253 ზელენსკი: უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი წინადადებები წარუდგინა - შეხვედრებისთვის უახლოეს დღეებში მზად ვართ

უკრაინამ შეერთებულ შტატებს რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მომავალი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წინადადებები წარუდგინა და ამერიკულ მხარესთან შეხვედრებისთვის უახლოეს დღეებშიც მზად არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კიევი ვაშინგტონთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება, ხოლო უკრაინული და ამერიკული დელეგაციები სამშვიდობო პროცესის გაგრძელების შესაძლებლობებზე მუშაობენ.

„ჩვენი გუნდები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უნდა ვიმუშაოთ მშვიდობისთვის, უნდა ვეძებოთ მოქმედების შესაბამისი ვარიანტები. უკრაინა მზადაა შეხვედრებისთვის“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის საკითხზეც. მისი განცხადებით, კიევმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივას ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა აუცილებელია, შეთანხმებაში რუსეთიც მონაწილეობდეს.

„უკრაინამ მხარი დაუჭირა ამერიკის პრეზიდენტს ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის საკითხში. რუსეთიც უნდა იყოს ამ შეთანხმების ნაწილი. უკრაინამ ამერიკულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი წინადადებები ჩვენი შესაძლო მომავალი შეხვედრების, მომავალი მოლაპარაკებების შესახებ“, — აღნიშნა მან.

ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინული მხარის წინადადებები უკვე გადაეცათ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს.

„ჩვენ მზად ვართ უახლოეს დღეებში შევხვდეთ და ეს წინადადება ჩემი გუნდის მეშვეობით სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს გადავეცი. უკრაინული მხარე ყოველთვის კონსტრუქციულ მიდგომას ირჩევს და ჩვენი პოზიციები ყოველთვის აბსოლუტურად ნათელია და მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობის დაცვას“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინა სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის მზადყოფნას ადასტურებს, თუმცა მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა რჩება.

შეგახსენებთ, გასულ შაბათ-კვირას მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის მომლაპარაკებელ ჯგუფსა და ევროპელ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო გზები განიხილებოდა.

ამ ეტაპზე მომავალი მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი და ფორმატი საჯაროდ არ დასახელებულა. ასევე უცნობია, დათანხმდება თუ არა რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

წყარო: „ევროპეისკაია პრავდა“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა