War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა

ნახვები: 248 რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა
რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა. დიაგნოზი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ექიმებმა ქირურგიული ოპერაციის დროს მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს და ქსოვილის ანალიზი ჩაატარეს. ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამედიცინო დასკვნის თანახმად, 71 წლის პაპს ფილტვის ადენოკარცინომა აღმოაჩნდა. ოპერაციის დროს ჩატარებულმა ქსოვილის გამოკვლევამ დაადასტურა ექიმების წინასწარი ვარაუდი, რომელიც მანამდე ჩატარებულ სამედიცინო კვლევებს ეფუძნებოდა.

რომის პაპი 13 ოქტომბერს რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგიული ჩარევის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც გეგმური სამედიცინო შემოწმებისას ექიმებმა მის ფილტვზე წარმონაქმნი აღმოაჩინეს.

ოპერაცია დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. პაპის მთავარმა ქირურგმა, სტეფანო მარგარიტორამ და მისმა პირადმა ექიმმა, ლუიჯი კარბონემ განაცხადეს, რომ ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და გართულებები არ გამოვლენილა.

ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენის მიხედვით, ოპერაციის დასრულების შემდეგ პაპი გონზე მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში გადაიყვანეს.

ფილტვის ადენოკარცინომა ფილტვის კიბოს ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. დაავადების მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, გავრცელებასა და პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.

ამ ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, რა სტადიაზეა დაავადება და დასჭირდება თუ არა რომის პაპს დამატებითი მკურნალობა.

წყარო: Reuters

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა