ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება

ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება

ნახვები: 209 ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
„დროას“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანი საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმისა და ევროპული განვითარების პერსპექტივის საბოლოოდ შეზღუდვაა.

ამის შესახებ ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვას ეხმაურება.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციურ საფუძვლებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს საფრთხეს უქმნის.

„ოცნების ბოლო გადაწყვეტილება არის სახელმწიფო გადატრიალება არალეგიტიმური უმცირესობის მიერ. ჩვენს სახელმწიფოს ხშირად ჰქონია დემოკრატიის პრობლემები, მაგრამ კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ქვეყნის უმრავლესობა ერთი კაცის, ერთი პარტიის ჭკუაზე იცხოვრებს, მსგავსი რამ არ ჰქონია“, – წერს ხოშტარია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს არ ეხება. მისი შეფასებით, ეს არის მცდელობა, შეიცვალოს სახელმწიფოს ის საფუძვლები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბდა.

ხოშტარია ხელისუფლების გადაწყვეტილებას ანტიდასავლურ ნაბიჯად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ევროკავშირთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებაა.

„ეს გადაწყვეტილება არის ხაზგასმით და დემონსტრაციულად ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიცივილიზაციური თავისი ფორმით და შინაარსით“, – აღნიშნავს ის.

მისი მტკიცებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება ევროპაში საქართველოს საკითხზე მიმდინარე განხილვებს უკავშირდება და დასავლეთთან დაპირისპირების გაღრმავებას ემსახურება.

ხოშტარია ასევე ვარაუდობს, რომ მიმდინარე პროცესის უკან რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები დგას.

მისი შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომისა და სამხრეთ კავკასიაში გავლენის ცვლილების ფონზე მოსკოვს სჭირდება ისეთი პოლიტიკური შედეგი, რომელსაც რეგიონში საკუთარ წარმატებად წარმოაჩენს.

„ეს გადაწყვეტილება არის მცდელობა რუსეთის გეოპოლიტიკური გამარჯვების. დღეს რუსეთს, რომელმაც დაკარგა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საკუთარი გავლენა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და მარცხდება უკრაინაში, სჭირდება თვალსაჩინო წარმატების შემთხვევა“, – წერს ხოშტარია.

მისივე განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საქართველოში ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებული ინსტიტუტების, პოლიტიკური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა.

წერილში „დროას“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის წინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

„ბიძინამ მომთავრება არაერთხელ სცადა. ჯერ რუსული კანონით ეგონა, რომ ამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ არჩევნების მიტაცებით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ ღია ძალადობით და ქიმიური იარაღით ეგონა, რომ მოამთავრებდა, არ გამოუვიდა. შემდეგ დაპატიმრებებით ეგონა, რომ გამოუვიდოდა და არ გამოუვიდა“, – წერს ხოშტარია.

მისი შეფასებით, საზოგადოებრივი წინააღმდეგობა ამჯერადაც შეძლებს ხელისუფლების გადაწყვეტილების შეჩერებას.

„ეს ყველაფერი არ გამოუვიდა წინააღმდეგობის გამო, ამიტომ ახლაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა და გარანტირებულად არ გამოუვა ახლაც. მეტიც, შემდეგი მცდელობა, სავარაუდოდ, ვეღარც ექნება“, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

ხოშტარია მოქალაქეებს 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს ნებას ვერავინ გაანადგურებს და ვერავინ აკრძალავს, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ წინააღმდეგობა“, – აღნიშნავს ის.

ამასთან, ხოშტარია ადასტურებს, რომ პარტია „დროა“, როგორც ოპოზიციური კოალიციის ნაწილი, იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორისაა, რომელთა აკრძალვის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება.

მისი თქმით, პარტიას სასამართლოდან უკვე დაუკავშირდნენ და „დროა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

„პარტია „დროაც“, როგორც კოალიციის ნაწილი, არის ასაკრძალთა შორის, ჩვენც დაგვირეკეს და, რა თქმა უნდა, „დროა“ კოალიციასთან და მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას „ოცნების“ განადგურების სხდომებში“, – წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების გამართვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ელენე ხოშტარიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები ხელისუფლების მიზნების, რუსეთის შესაძლო ჩართულობისა და მიმდინარე პროცესის პოლიტიკური შედეგების შესახებ მის შეფასებებს წარმოადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა