ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მოლაპარაკებები: უშედეგობის შედეგი... რა იქნება ხვალ?

ნახვები: 1256 მოლაპარაკებები: უშედეგობის შედეგი... რა იქნება ხვალ?

ავტორი: დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

„ხვალ" იქნება მედია-შტურმი და მასთან დაკავშირებული აქციები.
ტექნოლოგიების განვითარება და საქართველოს სპეციფიკა სულაც არ ავალდებულებს ან/და აიძულებს ოპოზიციას, მაინცდამაინც 50 000-იანი აქციები ჩაატაროს. თუმცა.....კოვიდ-შეზღუდვებითა და უმუშევრობით საყოველთაო გამწარების ფონზე, სულაც არ არის გამორიცხული, ოპოზიციურ მიტინგებზე ახლა მეტი ადამიანი მოვიდეს: ისინი, ვინც შეღონებულია ეკონომიკის კოლაფსით, უმუშევრობით, უშემოსავლობით და კიდევ უფრო მეტად გამწარდება, თუკი ვაქცინოფობიის შედეგად ქვეყანაში იფეთქებს ეპიდემიის „მესამე ტალღა" და/ანუ ხელისუფლება იძულებული გახდება კვლავ აღადგინოს კარანტინი უმკაცრესი აკრძალვებით.
მესამედ (!) ამას ბევრი, ისედაც გამწარებული ადამიანი აღარ შეეგუება და შეეცდება „იოლად გადაწყვიტოს რთული პრობლემა" ანუ გააძლიეროს ოპოზიციის მხარდაჭერა.
მანამდე კი, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში გაგრძელდება მობილურ ჯგუფთა „ბულინგი" სახელისუფლებო წარმომადგენლების, მინისტრების და ხელისუფლების მომხრე ელიტართა მიმართ: სირცხვილის დერეფნები პარლამენტთან, ბინებსა და სახლებთან „ჩასაფრებები", არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტივისტების ხმაურიანი შეტევები და ა.შ და ა.შ.
ამ ვითარების სპეციფიკა ისაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციას ვერ გამოჰყავს იმდენი ან იმის მეათედი ადამიანი მიტინგებზე, რამდენიც გამოიყვანა მიშამ 2003 წლის 22 ნოემბერს, „მობილურ ჯგუფთა" აქტიურობით და ამ აქტივობის ნიჭიერი „გაფიარებით" მას აქვს საშაულება, მაინც შექმნას Event, ანუ მოვლენა, შესაბამისად პროცესი, რომელსაც პოლიტიკური ჟღერადობა ექნება.
ეს სავსებით შესაძლებელია, როდესაც გაქვს სამი საერთონაციონალური ტელევიზია. სხვა შემთხვევაში სამკომპონენტიან მობილ-ჯგუფთა (მედია/NGO/სტატუსური პოლიტპერსონები) აქტივობის ტექნოლოგია ვერ იმუშავებს.
ზუსტად ამიტომ, პრეზიდენტი სააკაშვილი, რასაკვირველია არ იქნებოდა ისეთი სულელი, თავისი პოლიტიკური მტრებისათვის საერთონაციონალური ტელევიზიები დაეტოვებინა.
აქუ მისი მტერი არასდროს ყოფილა, ხოლო `მაესტრო` მხოლოდ თბილისის რამდენიმე რაიონში თუ მაუწყებლობდა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც ირკვევა, ევროკავშირის პრეზიდენტის სახელით გამართულ მოლაპარაკებებზე „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შესთავაზა 40%-იანი დათქმა მომავალ მუნიციპალურ არჩევნებზე: თუ ივანიშვილის პარტია 50%-ს მაინც ვერ მოაგროვებდა, 2022 წლისათვის თანხმდებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
ამავე დროს, განიხილებოდა ნიკა მელიას გათავისუფლება გირაოს გადახდითა და მისთვის სახის შენარჩუნებით. ანუ, მაგალითად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს კათოლიკოს/პატრიარქის ერთობლივი გულამოსკვნილი მიმართვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისადმი გირაოს გადახდის თაობაზე. შესაძლოა ზუსტად ასე არა, მაგრამ რაღაც ამის მსგავსი, რის შედეგადაც მელია 10 000 ევროიან გირაოს გადაიხდიდა, გარეთ გამოვიდოდა და სახესაც შეინარჩუნებდა.
ხელისუფლება თანხმდებოდა ასევე სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და ა.შ.
ეს იყო დათმობების მაქსიმუმი, რაზეც „ქართულ ოცნებას" შეეძლო წასვლა შარვლის ჩახდის გარეშე. ამას იქით უკვე შარვლის საჯაროდ ჩახდა და ნებისმიერი მომავალი არჩევნების სამარცხვინოდ წაგება იწყებოდა, რაკი ქართველებს თავსლაფდასხმული ხელისუფლება არ უყვართ.
თავის მხრივ, ოპოზიცია მოითხოვდა თანხმობას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ხოლო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კულისებში, ქარაგმულად, მინიშნებებით მოითხოვდა საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღებას, რაც საშუალებას მისცემდა მიხეილ სააკაშვილს დაბრუნებულიყო საქართველოში ოპოზიციის არაფორმალური ლიდერის სტატუსით.
ამაზე დათანხმება „ოცნებისათვის" უკვე არა მხოლოდ შარვლის გახდა იქნებოდა, არამედ ბევრად უარესიც. არადა, ენმ და მისი ლიდერი (განსხვავებით სხვა ოპოზიციონერებისაგან) სინამდვილეში, ამ საკითხს ბევრად მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე თუნდაც რიგგარეშე არჩევნებს: მათ ხომ შესანიშნავად იციან - მიშას თავისუფალი მოქმედება საქართველოში მხოლოდ თვეების საქმედ აქცევს არსებული ხელისუფლების დამხობას იმავე ტექნოლოგიით, რაც 2003 წელს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მომავალ და უკვე გარდაუვალ პოლიტიკურ ძიძგილაობას, რამდენიმე სისტემური მახასიათებელი აქვს და ყველა მათგანი ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს:
ა) დასავლური პოლიტიკური კულტურა გამორიცხავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანაბარ პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
თუკი ოპოზიცია მთლად შეიარაღებულ აჯანყებას არ მოაწყობს, რასაც, იმედია არც აპირებენ, ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობის მეტი წილი ხელისუფლებას დაეკისრება და არა ოპოზიციას.
ვიმეორებ: ასეთია დასავლური პოლიტიკური კულტურის ქვაკუთხედი. როგორც არ უნდა ეშინოდეთ (ნამდვილად ეშინიათ!) მიშას დაბრუნებისა ხელისუფლებაში მისი არაპროგნოზირებადობის გამო და როგორც არ უნდა სურდეთ ბევრად მეტად პროგნოზირებადი ხელისუფლების შენარჩუნება (სალომე სამადაშვილის ფარული ჩანაწერი).
ადრე თუ გვიან, რამდენიმე თვის განმავლობაში, დასავლეთის ეს კულტურული კოდი მაინც თავისას იზამს. მით უმეტეს, თუ ხელისუფლება, ბიუროკრატიისა და მხარდამჭერი ისტებლიშმენტის ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად იძულებული გახდება „მობილურ სწრაფი რეაგირების სამკომპონენტიან ჯგუფთა" წევრები, მორიგი ხმაურიანიანი აქციის შემდეგ თუნდაც ადმინისტრაციული წესით დააპატიმროს და 1-2-3 თვიანი ციხე მიუსაჯოს.
დავაკვირდეთ: ჯერ-ჯერობით ამას ვერ ბედავს და ფეიკური ჯარიმებით იფარგლება. ფეიკური იმიტომაა, რომ დაჯარიმებულს შეუძლია გაასაჩივროს და „კონიუნქტურის მყნოსავი" („რა იცი რა ხდება") მოსამართლეების დახმარებით უსასრულოდაც გააჭიანუროს.

ბ) აბსოლუტური და წმინდა სისულელეა შეხედულება, თითქოს ოპოზიციონერები პარლამენტში შესვლაზე ოცნებობენ და ეს რაიმე „ბერკეტია" მათ წინააღმდეგ. ვგულისხმობ სტატუსიან ოპოზიციონერებს ანუ ლიდერებს.
არადა, პოლიტიკოსის შინაგანი მისწრაფება საკუთარი პერსონის აქტუალიზება და პროცესებზე ზეგავლენაა. რა ჯანდაბად უნდათ პარლამენტის წევრობა და ხელფასი (მატერიალურად ნამდვილად......არ უჭირთ, თუ რბილად ვიტყვით) მაშინ, როდესაც ოპოზიციური მედიის წყალობით ისედაც მოთხოვნადნი, აქტუალურნი, მუდამ ყურადღების ცენტრში მყოფნი, გავლენიანნი არიან იმის მიუხედავად, სხედან პარლამენტში თუ არა? იღებენ საპარლამენტო დებატებში მონაწილეობს თუ არა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აღწერილ სიტუაციაში ხელისუფლებას კარგი სვლები არა აქვს: ბერას ჩანაწერებმა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი სერიოზულად დაასუსტა და მკვეთრ მოძრაობებს ნამდვილად მოერიდება. ერთადერთი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს (ცუდსა და უარესს შორის არჩევანისას) იქნება ყველა რისკის მიუხედავად ეკონომიკის გახსნა, რათა ოპოზიციას მასობრივი პასსიონარული ბაზა მაინც შეუმციროს.
და შეურიგდეს მუდმივ, გაუთავებელ, გულისგამაწვრილებელ ძიძგილაობა/დაბოქლომება/პიკეტირება/სრამ-კორიდორ/მედია-შტურმ/ ჩასაფრება/გამოკიდებებს იმ ერთადერთი დათქმით, რომ....უსასრულო საშინელება სჯობს საშინელ დასასრულს.
თუ აქ ფეხი არ დაუსხლტება, ანუ ნამდვილ „დაჭერებს" არ დაიწყებს, მედიასათვის აღვირის ამოდებაზე არც კი იფიქრებს, „ოცნებას" მაინც ექნება საშუალება, შეინარჩუნოს ძალაუფლება, მინიმუმ 2024 წლამდე.
მუდმივი, უკვე კომიკური ტანჯვა-წამება-მარტვილობის პირობებში.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა