Zelensky signs law on temporary deferral from mobilization for defense industry workers with military registration issues
General Staff confirms strike on Saratov oil refinery and several Russian army logistics facilities in Luhansk region
სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატია არ არის მორჩილება! ქვეყნის ერთგულება არ იზომება კარიერული სიჩუმით!
ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - კითხვა მაქვს: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ?
საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო
დონალდ ტრამპი - პუტინთან სხვაგვარად მოვიქეცი

პოლიტიკოსები და ღირსება - ციხეში ჯდომასაც ცოდნა და უნარი სჭირდება

02.06.2022 ნახვები: 1978

პოლიტიკა - განსაკუთრებული და თვითკმარი პროფესიაა, რომელსაც გარკვეული უნარ-ჩვევები სჭირდება.

 ისეთივე ცალკე აღებული პროფესიაა, როგორც ფიზიკოსი, ან ინჟინერი. ერთი სხვაობით - ამ პროფესიას ვერ შეისწავლი, პოლიტიკოსი ან ხარ დაბადებიდან, ან არა.

ისევე როგორც მსახიობი - შეგიძლიათ 10-ჯერ დაამთავროთ თეატრალური ინსტიტუტი, თუმცა, ეს პროფესია თქვენში თუ არ ზის, ინსტინქტის დონეზე - მსახიობი ვერასდროს გახდებით.

იგივეა პოლიტიკა - შეგიძლიათ პოლიტტექნოლოგია შეისწავლოთ, მაკიაველი დაიზეპიროთ, სასურველი ფერების ჰალსტუხებს შეირჩიოთ და პენსიონერებს გულთბილად მიესალმოთ - პოლიტიკოსი მაინც ვერ გახდებით, თუ არ გაქვთ ის, რაღაცა, რის გარეშეც ამ პროფესიას ვერ აითვისებთ.

ეს ისეთი რამაა, რასაც ფორმულას ვერ დაუდგენ - ისევე როგორც მსახიობის შემთხვევაში... თუ არ გაქვს - ცხოვრების ბოლომდე დარჩები ირაკლი კობახიძე, კაცის კაცი, სხვის მილიარდებით გაკაცებული არარაობა.

პოლიტიკოსის ერთ-ერთი უნარ-ჩვევაა - ინსტინქტი, ყნოსვა. ამის გარეშე პოლიტიკოსი იგივეა, რაც ტაქსისტი, რომელმაც მანქანის ტარება არ იცის.

რას ნიშნავს ყნოსვა პოლიტიკაში? აი როდესაც გარეგნულად არაფერი არ ჩანს, გარემოცვა ერთ რამეს გეუბნებათ, თქვენ კი - გული გიგრძნობთ, რომ საქმე სხვაგვარადაა. ვერ აგვიხსნით რატომ - უბრალოდ გრძნობთ.

ნამდვილი პოლიტიკოსისთვის ყნოსვა საკუთარ ახირებებზე მაღლა უნდა იდგეს - ერთია პოლიტიკოსს რა უნდა და მეორეა - რას უკარნახებს მას ინტუიცია.

როდესაც ადამიანი 9 წლის მანძილზე თავის ქვეყანაში არ ყოფილა - როგორც მინიმუმ, სხვებსაც უნდა მოუსმინოს, არა მხოლოდ თავის ერთგულ გარემოცვას - სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან კონტაქტის წყალობით, ინტუიციამ მას სწორი გადაწყვეტილება უნდა უკარნახოს.

მაგალითად, ის, რომ ამ ეტაპზე საკუთარ ქვეყანაში, სადაც მმართველობაში მისი მოსისხლე მტრები არიან, არ უნდა ჩავიდეს, როგორც მინიმუმ - გადადოს ჩამოსვლა გარკვეული დროით. ყნოსვა და ობიექტური ადამიანების აზრის გაგება უნდა უჩვენებდეს, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციური განწყობები არ არსებობს. რომ მას ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ არანაკლები მტრებიც, და მისი ჩამოსვლა როგორც პირველების, ასევე მეორეების მობილიზებას გამოიწვევს.

როდესაც თავისიანები ეუბნებიან - „ყველა თქვენს ჩამოსვლას ელოდება, ჩამოხვალთ თუ არა - იმ დღესვე აჯანყება დაიწყება“ - როგორც მინიმუმ სიტყვაზე არ უნდა ენდოს და სხვა წყაროებთან უნდა გადაამოწმოს.

როდესაც გამოცდილი და ათას ხიდს გადამხტარი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეები ურჩევენ - დაეტიე სადაც ხარ, თორემ დაგიჭერენ და ჩვენ ვერ დაგიცავთ, იურიდიულ ნორმებს ვერ გადავახტებითო - უნდა დაფიქრდეს - იქნებ საკუთარ გარემოცვას ნაკლებად უნდა ვენდო? ვაი და, ისე არაა საქმე, როგორც ესენი ხატავენ - მერე რა ქნას?

თუმცა, არავის არ მოუსმინეთ, არც ყნოსვამ გადაგარჩინათ - და ჩამოხვედით, პირდაპირ თქვენი მოსისხლე მტრების ხელში. ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინოთ ერთი თვისება, რომელიც განასხვავებს პოლიტიკოსს მედროვისგან - უნდა ჰქონდეთ საკუთარი იდეებისთვის ციხეში ღირსეულად ჩაჯდომის უნარი.

ამის გარეშე პოლიტიკოსი არ არსებობს, იმიტომ, რომ ნებისმიერ, ყველაზე დალაგებულ ქვეყანაშიც კი ის ხვალ ამა თუ იმ მიზეზის გამო შესაძლოა, განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდეს.

ეს პროფესიის თანმხლები რისკია, ისევე როგორც ნანგრევების ქვეშ მოყოლა მაღაროელის,და კვამლისგან გაგუდვა - მეხანძრისთვის. ამისთვის მზად თუ არ ხართ - არაა თქვენი საქმე პოლიტიკა.

ციხეში ჯდომასაც - ცოდნა და უნარი სჭირდება.

პატიმარი-პოლიტიკოსი, მხოლოდ მაშინ ხდება ეროვნული გმირი, როდესაც ის სასჯელს - თუნდაც უსამართლოს და არაკანონიერს - ღირსეულად იხდის. არ ნებდება, არ კარგავს მხნეობას, და თავის მტრებს მოწყალებას არ სთხოვს.

პოლიტიკოსი, რომელიც ციხეს ამაყად და თავაწეულად იტანს - მხოლოდ ის გახდება თავისი ეპოქის გმირი.

იდეალურად იქცევა ციხეში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი - ის ჩავიდა რუსეთში იმის მიუხედავად, რომ ზუსტად იცოდა - სანამ პუტინი ცოცხალია - ციხიდან ვერ გამოვა. ჩავიდა თვითმფრინავით და არა რძის ნაწარმის კონტეინერში, თავაწეული და გაუტეხავი. ჩაბარდა მოსისხლე მტერს, ერთი არ უწუწუნია, არ უჩივლია - ცუდად ვარ, გამიშვით გერმანიაში.

ნავალნი ზის უმძიმეს პირობებში - კრიმინალებთან და ავაზაკებთან ერთ საკანში, ის მუდმივ პროვოკაციებს უძლებს - ამაყი და თავაწეული. ერთხელაც ის გამოვა გარეთ და იქნება ეროვნული გმირი - მან ეს დაიმსახურა.

პოლიტიკოსი, რომელიც წუწუნებს და საჯაროდ ტირის, კამერის დასანახად ცუდად ხდება და ცდილობს თავი შეაცოდოს საზოგადოებას - ვერც გმირი იქნება და ვერც პოლიტიკოსი.

პოლიტიკოსი, რომლის გარემოცვის მთელი სტრატეგია იმაშია, რომ თქვან „აი, დღეს, ხვალ მოკვდება, გთხოვთ გამოუშვით, არ გეცოდებათ?“ - არც ეროვნული გმირი იქნება და არც დიდი პოლიტიკოსი.

პოლიტიკოსი, რომელიც შეცოდებას იწვევს - ის არაა პოლიტიკოსი. ის ვინც მტერს მოწყალებას და ჰუმანურობას სთხოვს - არც ისაა პოლიტიკოსი.

„ნუთუ არ გეცოდებით? - არა, არ ეცოდებათ, პირიქით, ყოველი მისი წუწუნი და დამცირება მათ სიამოვნებას ანიჭებთ.

დროა პოლიტიკოსი, რომელიც ერთხელ შეცდა და ჩავიდა იქ, სადაც ჩასვლა საჭირო არ იყო, ციხეში მაინც მოიქცეს ღირსეულად.

მორჩით წუწუნს, გეყოფათ შეძახილები - "ვაიმე კვდება, არ გეცოდებათ?"

ღირსებას ხომ მაშინ აქვს ფასი, როდესაც მისი შენარჩუნება ძნელია,,,,

ავტორი: თენგიზ აბლოთია

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა