Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 735 კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა-ირაკლი კობახიძე

არლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი, ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დრო, „დღეს გამოდის და გვმოძღვრავს“.

 

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა, ის არის ჩვეულებრივად კორუმპირებული კაცი, ეს არის დადასტურებული დოკუმენტურად.

 

„ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. „ნაცმოძრაობა“ როცა ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ფულის სანაცვლოდ ლობირებდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს. კარლ ბილდტი არის ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ეს მიზანი მოხვდა ზუსტად კარლ ბილდტს. კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ის პირდაპირ ლობირებდა სისხლიან რეჟიმს. ფულის სანაცვლოდ. კორუმპირებული კაცი როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა