აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ალიანსმა საქართველოს ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის, „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა

ნახვები: 534 ალიანსმა საქართველოს ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის, „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს ნატო-ს ოთხდონიანი შეფასება, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის – „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე ნატო-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა.

„ოპერაცია „ზღვის მცველი“ ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი საზღვაო ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვას მოიცავს. ოპერაციის მთავარი მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეებზე დროული რეაგირება. აღნიშნული ოპერაცია ზღვაზე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთაზეა ორიენტირებული.

2016 წელს, საქართველომ ნატო-ს ძალთა რეზერვში (Pool of Forces) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და ნატო-ს მიერ დადგენილი შეფასებების სტანდარტების თანახმად, აღნიშნული ჯგუფების მომზადება დაიწყო. მას შემდეგ, რაც კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს ნატო-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.

ეს გადაწყვეტილება ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა