კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

კელი დეგნანი - ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შეგვეძლოს საუბარი უთანხმოებაზე

ნახვები: 548 კელი დეგნანი - ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შეგვეძლოს საუბარი უთანხმოებაზე

საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც კარგი მეგობრები, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს, უნდა შეგვეძლოს საუბარი უთანხმოებაზე, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩს შეკითხვა დაუსვეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით და ასევე, იმის თაობაზე, არის თუ არა ეს მოსამართლე სანქცირებული.

​„საქართველოსთან ჩვენ ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც ძველი, კარგი მეგობრები, ხანდახან არ ვეთანხმებით ერთმანეთს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საუბარი ჩვენს უთანხმოებაზე და ამას, როგორც წესი, პირისპირ ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტურია. ზოგჯერ საჯაროდაც ვსაუბრობთ, თუ ეს საკითხი ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს და სწორედ ეს გავაკეთეთ ამ შემთხვევაში. ჩვენ გავავრცელეთ საჯარო განცხადება, რომელიც გამოხატავს აშშ-ის შეშფოთებას დროულობასთან და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. მხოლოდ აშშ-ს არ გამოუთქვამს ეს შეშფოთება, ასევე სახალხო დამცველს, რიგ არასამთავრობოებსა და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებსაც იგივე შეშფოთება ჰქონდათ. ეს არ არის ის, რაც ფარულად განხორციელდა, ეს საკმაოდ საჯაროდ მოხდა და საკმაოდ ნორმალური რამ არის. ეს სტანდარტული პრაქტიკაა. ვფიქრობ, ეს ააგორეს, ძალიან ბევრი რამ შექმნეს იმისგან, რაც საერთოდ არ არის სკანდალი. ეს ძალიან რუტინული საქმეა.

აშშ-მა ძალიან დიდი დრო დაუთმო საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობას, შესაძლებლობების განვითარებას, ცდილობდა, გაეუმჯობესებინა პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეს მოიცავდა მრავალ მიმოცვლას აშშ-ს ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. ეს არის რუტინული შეხვედრები, რომელიც ყოველთვის ხდება. და თუ ვინმეს სურს, არასწორად დაახასიათოს ისინი, ან იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს, ვიდრე აქვს, ეს, ცხადია, მხოლოდ მათი მიზნებისთვისაა.

ჩვენი გაცვლითი პროგრამებით 6 000-ზე მეტი ქართველი გვყავს გაგზავნილი სხვადასხვა მიზეზით, იქნება ეს განათლება, კულტურა, სასამართლო. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც არის კვალიფიციური, პერსპექტიული და აქვე, მზაობა ამ გაცვლის მიზნისგან სარგებლის მისაღებად, რაც არის ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა, შეხედულებების გაცვლა, ერთმანეთისგან სწავლა და ამის საქართველოში ჩამოტანა. სწორედ ამის გამოა ეს გაცვლითი პროგრამები ძალიან პოპულარული და წარმატებული წლების განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა