ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

შეიძლება, ვიღაცას კრიტიკა დააკლდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდაო, ვერავინ იტყვის, თუმცა პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება-იაგო ხვიჩია

ნახვები: 557 შეიძლება, ვიღაცას კრიტიკა დააკლდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდაო, ვერავინ იტყვის, თუმცა პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება-იაგო ხვიჩია

შეიძლება, ვიღაცას კრიტიკა დააკლდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდაო, ვერავინ იტყვის, თუმცა პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება, – ასე შეაფასა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემული ინტერვიუ.

იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების მხრიდან მოლოდინი დიდია.

„მგონი, „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე სხვა პოზიცია ვერ გექნება და ალბათ, კრიტიკა ერთადერთი გამოსავალია. შეიძლება, ვიღაცას კრიტიკა დააკლდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდაო, ვერავინ იტყვის, თუმცა პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება; ახლა საზოგადოება მეტს ელოდება, როცა პირისპირ დგას საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, საკუთარი თავის მიმართ ყველა კრიტიკული უნდა ვიყოთ, რადგან ეს მხოლოდ დაგვეხმარება ისეთ დროს, როცა შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. არ ვიცი, პრეზიდენტის ხელში რა არჩევანია და აქედან რისი გაკეთება შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების მხრიდან მოლოდინი დიდია. საზოგადოების მოლოდინს რომ ვამართლებდეთ, ახლა იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, რაშიც ვართ. ამიტომ საკუთარი თავის მეტი მოწოდება გვჭირდება, რადგან ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, რომ იმ კურსს არ გადაუხვიოს, რაც ქართველი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა