ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

„პოლიცია სიტუაციის მსხვერპლია“ - მარიტა მუსელიანი

ნახვები: 522 „პოლიცია სიტუაციის მსხვერპლია“ - მარიტა მუსელიანი

„არავის მოვუწოდებთ, ფორმა გაიხადოს," - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველი მარიტა მუსელიანი აცხადებს.

მისი თქმით, პოლიცია სიტუაციის მსხვერპლია, რადგან სახელმწიფოს ხელშეკრულების შესრულება უწევს და ამასში პოლიციას იყენებს.

"ფორმის გახდის მისალმება ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია, მოვუწოდოთ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, გაიხადონ ფორმა და დატოვონ სამსახური. რასაკვირველია, ადამიანებს ყველა ადგილზე აქვთ პროტესტის გრძნობა. პოლიციელს რაც შეეხება, ისიც ამ სიტუაციის მსხვერპლია. ხელშეკრულების შესრულება უწევს სახელმწიფოს და ამაში იყენებს საპოლიციო ძალებს"- განაცხადა მუსელიანმა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით კი, ხშირია შემთხვევები, რომ მათ მხარდაჭერას უცხადებენ და სამსახურის შესაძლო დატოვების შესახებ ეუბნებიან.

"მოსულან ადამიანები, რომლებიც არიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში, არ ვგულისხმობ წვევამდელებს, ვგულისხმობ ხელფასიან ადამიანებს, მათ უთქვამთ, რომ თუ საჭირო გახდება, ისინი წამოვლენ, დატოვებენ სამსახურს და დადგებიან სიმართლის მხარეს", - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

შეგახსენებთ: რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის მიზნით, პოლიციელმა ზურაბ ხმელიძემ და ჯარისკაცმა ნიკოლოზ კვანჭიანი სამსახური დატოვეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა