გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ვიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 562 ვიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ-გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო სექტორი, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ექსპერტები – ყველასთან ერთად ვმუშაობთ და მართლაც ჩვენი დევიზია, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომლებმაც შექმნეს ფეიკ პროცესი, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ,  – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქრთული ოცნების“ ფუქსავატობა საბოლოო ჯამში გამომჟღავნდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან ჩვენ ზეინკლუზიური პროცესი შევქმენით. სამოქალაქო სექტორი, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ექსპერტები, ყველასთან ერთად ვმუშაობთ და მართლაც ჩვენი დევიზია – საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მათგან განსხვავებით, რომლებმაც შექმნეს ფეიკ პროცესი, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და ახლა გაიჭედნენ. სექტემბრისთვის ჩვენ ყველა კანონი დაწერილი გვექნება, მათ კი გაკეთებული არაფერი ექნებათ. დღევანდელი ფორუმიც ძალიან ნათელი მაგალითია „ქართული იცნების“ დამოკიდებულების. როგორ უცხადებენ ისინი ბოიკოტს კონსტიტუციას, კანონებს და აბსოლუტურად ყველა პროცედურას, კონსტიტუციას არღვევენ და შალვა პაპუაშვილს ჯერ ბოდიში უნდა მოეხადა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის გამო, რომ რიგგარეშე სესია არ მოიწვია. ამიტომ პაპუაშვილს მადლობა ამ შეფასებისთვის, რადგან სწორ გზაზე ვდგავართ. ვიღაცამ საქმე ხომ უნდა აკეთოს ამ ქვეყანაში, ეს დღეს ჩვენ ვართ. როგორც ჩანს, შიში ოხერია, პაპუაშვილს ძალიან ეშინია. საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და მათი ფუქსავატობა საბოლოო ჯამში გამომჟღავნდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კონსტიტუციით შემიძლია, აქციაც გავმართოთ, პროტესტიც გავმართო, ყველაფერი გავაკეთო და ვინ შემიზღუდა? ვინ ოხერია შალვა პაპუაშვილი რომ მე შემიზღუდის რამე ქმედება, რა უფლება აქვს. კონსტიტუციას ჩვენ ყოველთვის ვიცავთ. ისინი კი არღვევენ კონსტიტუციას და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ კონსტიტუციაო“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილებასთან სახიფათო თამაში“.

პაპუაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაციამ ერთი მხრივ, მოიწონა საქართველოს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დაჟინებით მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. „ამის საპირისპიროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს“, -აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა