ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 529 ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს-მიხეილ სარჯველაძე

ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგან გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე პოზიცია არის წარმოდგენილი და დადებითად არის შესაფასებელი ის დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებზე არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, განსაკუთრებულად შეფასებას სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხი მოითხოვს, მოწოდებაა საგარეო ვექტორთან მიმართებაში, რომ ახლა ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს ის სტაბილურად კარგი ურთიერთობები, რაც პარტნიორებთან არსებობს.

„რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რაზეც კითხვა დაისვა, არსებობს კითხვები, ბუნებრივია, გარკვეული ინტერესი კიდევ უფრო მეტად გააღვივა და შეხვედრის დადასტურებამ გარკვეული როლი ითამაშა ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თემასა და გარკვეულ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. უმჯობესია, დეტალებზე საუბრისგან თავი შევიკავო. სამწუხაროდ, იგრძნობა და აშკარად შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ. ეს განპირობებულია სხვადასხვა მოტივაციით გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან. რაც შეეხება იმას, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად ვის შეიძლება, ჰქონდეს ამაში მონაწილეობის სურვილი, მზადყოფნა, განწყობა, ეს პოლიტიკური ძალები ვის წარმოადგენენ და ა.შ. ამის თქმისგან თავი უნდა შევიკავო, რადგან კონკრეტულ პირებზე მითითება გამიჭირდება. თუმცა, მესმის, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში ინტერესი არსებობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, როცა ოპონენტები საუბრობენ, თითქოსდა, საერთოდ არ არსებობს მიზეზი განცხადებისთვის, თითქოს, ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა უნდა ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ, ეს არათუ მცდარი შეხედულებაა, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ცალკეული პირების განცხადებებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

„არაერთხელ მოგვისმენია უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან პირდაპირი მოწოდება საქართველოს ომში ჩართვაზე. ასევე შეგვიძლია, გავიხსენოთ ქვეყნის შიგნით ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რამენაირად წაეხალისებინათ ის მოძრაობა, რომელიც მილიტარისტულად იქნებოდა განწყობილი. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებს სჭირდება შეწინააღმდეგება, რომ ეს არ გახდეს ტალღა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის კრიტიკულად პრობლემური და ეგზისტენციალური პრობლემების გამჩენი. მნიშვნელოვანია, ამას დროულად წინ აღვუდვეთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და მოისპოს ყველანაირი მცდელობა საფუძველშივე, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს საქართველოს პაიკის სახით აღქმას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა