18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ ქართველი მოსამართლეებისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული განმარტება სავალდებულო ძალის მატარებელი არ უნდა იყოს

27.07.2022 ნახვები: 520

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ ქართველი მოსამართლეებისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული განმარტება სავალდებულო ძალის მატარებელი არ უნდა იყოს.

დიმიტრი გვრიტიშვილმა ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, საია-ს წარმომადგენელმა დააფიქსირა მოსაზრება, რომ რიგ საკითხებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაცილებით მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, ვიდრე ევროპული სასამართლო.

„აქედან გამომდინარე, მან ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მსგავსი შეზღუდვის დაწესების მიზანშეუწონლობაზე. ანუ, მან აღნიშნა, რომ მსგავსი ჩანაწერი არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში გაკეთდეს. მაშინ, კითხვა მაქვს, რატომ უნდა შეიზღუდოს საერთო სასამართლო? – ჩვენ ვართ კონტინენტური სამართლის ქვეყანა, არ ვართ საერთო სამართლის სახელმწიფო, აქედან გამომდინარე ვამბობთ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა შეიზღუდოს, მაშინ არც ჩვენ უნდა შევიზღუდოთ“, – აღნიშნავს გვრიტიშვილი.

სამუშაო ჯგუფს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე წარუდგინა საკანონმდებლო მონახაზი მე-11 რეკომენდაციაზე და ქართულ კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ამ პროექტთან დაკავშირებით გვრიტიშვილი აღნიშნავს, რომ კომიტეტის მიერ რაც შეთავაზებულია, იქ არის ნორმა ნორმატიული აქტების შესახებ, რომ ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება არის ოფიციალური განმარტება და ნორმის ნებისმიერი გამომყენებელი ორგანო, ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება თუ მოსამართლე, შეეძლებათ, ამ განმარტებას თავისუფლად დაეყრდნონ.

„ეს სავალდებულო ძალის მატარებელი არ უნდა იყოს, თუმცა როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტული ოფიციალური განმარტება რაღა თქმა უნდა, შეიძლება, საფუძვლად დაედოს ჩვენს გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული ვერსია ჩვენთვის მისაღებია და ამის საწინააღმდეგო შენიშვნა არ დამიფიქსირებია. მოსამართლეები ვაღიარებთ, რომ ევროპული სასამართლოს განმარტება ნამდვილად ავტორიტეტულია და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს ჩვენს გადაწყვეტილებებს და კიდეც დადებულა ბევრ შემთხვევაში”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა