გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

არსებობს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს გაიგეთ, ვაშაძეებო და ადეიშვილის ხელის ბიჭებო-გიორგი ცაგარეიშვილი

ნახვები: 560 არსებობს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს გაიგეთ, ვაშაძეებო და ადეიშვილის ხელის ბიჭებო-გიორგი ცაგარეიშვილი

ეტყობა, გიორგი ვაშაძე რუჯის სპეციალისტია, მას ჰკითხეთ, იქნებ, სადმე სილამაზის სალონშიც შეთავსებით მუშაობს, ან სოლარიუმში და ადამიანების გარუჯვით და მათი სხეულის გალამაზებით არის დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ადამიანებს თუ არ შეუძლიათ ცივილიზებულ ენაზე საუბარი, მაშინ ესეც უნდა იყოს აღიარებული და გააგრძელონ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გაუთავებელი სირბილი, პარტიზანული მოქმედებები და ყბედობა იმაზე, ვინ სად ირუჯება და ვის რა საცურაო კოსტუმი აცვია.

„არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდეს, მათ საქმიანობას სწავლობდეს.  პარლამენტში რა პროცესს ვხედავთ? – არასამთავრობო ორგანიზაციები ხვდებიან ორი-სამი ოპოზიციონერისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებს, რომელთაც პარლამენტში პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ გააჩნიათ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ორი-სამი მანდატი აქვთ. თუ ადამიანებს არ შეუძლიათ ცივილიზებულ ენაზე საუბარი, მაშინ ესეც უნდა იყოს აღიარებული და გააგრძელონ ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გაუთავებელი სირბილი, პარტიზანული მოქმედებები და ყბედობა იმაზე, ვინ სად ირუჯება და ვის რა საცურაო კოსტუმი აცვია. თავად კი ყელმოღერებით მიუთითონ, რომ თავად არიან ერთადერთი და განუმეორებელი მსოფლიო კანონმდებლობის ისტორიაში, ისე რა ვუთხარი მაგათ. თანამშრომლობისთვის კარები ღიაა, არ არის საჭირო ღია კარების მტვრევა. მზად ვართ, თანამშრომლობისთვის როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა იყოს. იძულებით ქორწინებას არავინ არავის ახვევს, არსებობს პარლამენტი, სადაც უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ეს გაიგეთ, ვაშაძეებო და ადეიშვილის ხელის ბიჭებო“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა